Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ჯვარისა

Register ID#788
Students19
Teachers14
Buildings1
School profile

General information

Principal
თორნიკე გიორგაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარისა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შეუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სკოლა, მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტერბში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • ქმნის კულტურულ ,შემოქმედებით,ეთიკურ-მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად, მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) შეიტანოს წვლილი მოსწავლეთა დამოკიდებულებათა და ღირებულებათა სისტემების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით: ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვითი მიმართულებებით.