ტყიბული, სოფ. გელათი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი გელათი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის ძირითადი საქმიანობაა, ხელი შეუწყოს მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, სათანადო უნერ-ჩვევების გამომუშავებას, პიროვნების პატივისცემას. ჩვენი სკოლის მისია და გრძელვადიანი მიზნები უკავშირდება ახალგაზრდა თაობის მომზადებას, რომელსაც შეეძლებათ წარმატებით მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. სკოლის სამოქმედო სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: შევინარჩუნოთ სკოლის საუკეთესო ტრადიციები და გავაძლიეროთ ის ახალი იდეებითა და ინოვაციური მეთოდებით. სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, სწავლისათვის მოტივირებულ და სათანადო მზაობის მქონე მოსწავლეებს შეუქმნას შესაბამისი სასწავლო გარემო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესესბულების მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით. 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის #40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე