ტყიბული, სოფელი ციხია
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ციხია
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შევუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა, მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • ქმნის კულტურულ, შემოქმედებით, ეთიკურ და მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნის მოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია: საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. ხედვა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიი საჯარო სკოლას აქვს განვითარების ამბიციური ხედვა. სკოლის საზოგადოების მიზანია სკოლა იქცეს კონკურენტულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის მასშტაბით. მიზნის მისაღწევად სკოლა განავითარებს განათლების ხარისხს როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური მიმართულებით: მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნიკურ საშუალებებს სწავლების პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში მხარდაჭერილი იქნება არაფორმალური განათლება. მოსწავლეებს შეექმნებათ ისეთი გარემო, რომელიც მიმართული იქნება მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, საჭირო უნარების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების რეალიზების პირობები სკოლაში და სკოლის გარეთ, ეროვნული და კაცობრიობის ღირებულებების ზიარება და დაფასება იყო და იქნება ციხიის საჯარო სკოლის ხედვა. სკოლის ძირითადი ღირებულებები: 1. გუნდურობა და თანამშრომლობა; 2. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; 3. აღიარება და პატივისცემა; 4. პროფესიული განვითარება და დაფასება; 5. თანამონაწილეობა და საჯაროობა; 6. პატრიოტიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა; 7. უსაფრთხოება და უკონფლიქტო გარემო;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს; უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს; საგნობრივ კათედრებს; საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.