Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ახალსოფელი

Register ID#782
Students23
Teachers12
Buildings1
School profile

General information

Principal
ლია დალალიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ტყიბულის მუნიციპალიტეტი სოფელი ახალსოფელი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მისიაა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა ემსახურება გონიერი, ჯანსაღი და თავისუფალი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას. სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებებისა და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, რაც მომავალში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის ხედვა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა პროგრესული, ფსიქოპედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად. მრავალფეროვანი ღონისძიების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ კოგნიტური პოტენციალი და ეხმარებიან მას, იქცეს თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ, შემოქმედებით ნატურად. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კარგად აპრობირებული, ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებით. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მისია და ხედვა შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა:  თანამშრომლობა;  გუნდურობა;  ღიაობა:  დემოკრატიული მართვა;  უსაფრთხოება;  განათლების მაღალი ხარისხი;  კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;  გლობალურ პროცესში ინტეგრაცია;  საზოგადოების მაღალი ჩართულობა.

StructureText information

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, დირექციას, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს, საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 3. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.

Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწ.წ..pdf16/04/2024 09:34:31 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი. 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება. 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას. 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას. 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე

Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი ახალსოფელი 2023 წ. თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დაინტერესებულია შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესის (შემდგომში - ,,წესი“), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3. სკოლაში განცხადების/საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხიურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისარებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1. სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2. საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1. სკოლაში განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ( eflow) საშუალებით. 3.2. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუსაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3. სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა სეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განცხადების/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობისა და მისამართის (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1. განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2. კორესპოდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით. 4.3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5. ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1. საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2. საჩივრის განხილვის ვადაა ერთი თვე. 5.3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4. ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5. საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული 5.6. სკოლის მიერ მომზადებულ კორესპოდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თავი II. საჩივრის განხილვის წესი დისციპლინური წარმოებისას მუხლი 6. დისციპლინური სახდელის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ზოგადი წესი 6.1. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრება

Infrastructure
Finances1 additional item

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი.

Documents

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი.pdf19/04/2024 09:35:15 · 0.81 MB
Download documents on EMIS