ტყიბული, დუმბაძის ქ.#5
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 17
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, დუმბაძის №5
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ ტყიბულის N5 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სწავლებას ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე: დაწყებითი,საბაზო და საშუალო. სკოლაში დასაქმებულია განათლებული,კვალიფიციური და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული პედაგოგები, აქვე არსებობს ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფერო. სკოლა აღიარებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და მათზე დაყრდნობით ქმნის თავისუფალ,უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს,სადაც ძირითად პრიორიტეტად აღიარებულია მოსწავლეთა მიღწევები. ტყიბულის N5 საჯარო სკოლა თავის დანიშნულებად თვლის მშობლებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო,ხელი შეუწყოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას,გამოუმუშაოს მოსწავლეებს დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის,გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.სკოლისათვის მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხისა და მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება. სკოლა მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებასა და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • ქმნის კულტურულ ,შემოქმედებით,ეთიკურ-მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს. დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში მოქმედებს საგნობრივი კათედრები. ამასთანავე, კანონმდებლობის სრული დაცვით შექმნილია სხვადასხვა კოლეგიალური ორგანო, რომლებიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქმიანობას. მაგ.: მრჩეველთა საბჭო, პროფესიული ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლაში არსებული დემოკრატიული მართვის პრინციპი ისეა შექმნილი, რომ ახდენს ორგანიზაციულ სტრუქტურებში უფლებამოსილებების დელეგირებას, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
სსიპ ქალაქ ტყიბულის N5 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა