ტყიბული, გორგიძის №10
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, გორგიძის №10
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოალ არის სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება დასავლეთ შახტის დასახლებას და სწავლებას ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. სკოლაში დასაქმებულია განათლებული, კვალიფიციური და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული პედაგოგები, აქვე არსებობს ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფერო. სკოლა აღიარებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და მათზე დაყრდნობით ქმნის თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს, სადაც ძირითად პრიორიტეტად აღიარებულია მოსწავლეთა მიღწევები. სსიპ ქალაქ ტყიბულის #4 საჯარო სკოლა თავის დანიშნულებად თვლის მშობლებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო. ხელი შეუწყოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას, გამოუმუშაოს მოსწავლეებს დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები. სკოლისათვის მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხისა და მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება. N4 საჯარო სკოლის მისია, დაეხმაროს სკოლის საზოგადოების ყველა წევრს პირადი და საზოგადოებირივი წარმატების მიღწევაში. ძირითადი სტატიგიული მიმართულებები: ა. ღიაობის პრინციპის განხორციელება: სწავლა სწავლების ხელშეწყობა და საერთაშორიშო კონტრაქტების გაღრმავება არსებულის შემთხვევაში. ბ. პიროვნული წარმატების მაგსიმიზაცია: მოსწავლეების ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წახალისებვა; ანგარიშვალდებულების და შეფასების სქემების დახვეწა. გ. ახალი ცოდნის გენერირების ხელშეწყობა: ურთიერთ სწავლის მიდგომის განხორციელება. სსიპ ქალაქ ტყიბულის #4 საჯარო სკოლა იღებს, აგრეთვე სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვაზე ზრუნვის ვალდებულებას. მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შეუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სკოლა, მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • ქმნის კულტურულ, შემოქმედებით, ეთიკურ-მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნის მოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად, მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) შეიტანოს წვლილი მოსწავლეთა დამოკიდებულებათა და ღირებულებათა სისტემების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით: ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვითი მიმართულებებით.
სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში მოქმედებს საგნობრივი კათედრები. ამასთანავე, კანონმდებლობის სრული დაცვით შექმნილია სხვადასხვა კოლეგიალური ორგანო, რომლებიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქმიანობას. მაგ.: მრჩეველთა საბჭო, პროფესიული ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლაში არსებული დემოკრატიული მართვის პრინციპი ისეა შექმნილი, რომ ახდენს ორგანიზაციულ სტრუქტურებში უფლებამოსილებების დელეგირებას, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
2023-2024 სასწავლო წლის სსიპ ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სკოლაში განცხადებებისა და საჩივრის წესი დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით