ქუთაისი, გველესიანის №73
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 24
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 4
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, გველესიანის №73
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქ.ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ეყრდნობა რა საქართველოს კანონს ,,ზოგადი განათლების შესახებ '' სკოლის წესდებიდან გამომდინარე თავის საქმიანობა დაფუძვნებული აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმებზე. საქმიანობა დაფუძვნებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმებზე და აქედან გამომდინარე ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. სკოლას შემუშავებული აქვს სავალდებულო და განხორციელებადი სასწავლო გეგმა პროგრამა, რომლის შესწავლაც სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის. სავალდებულო პროგრამა შედგენილია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოცულობის დაფარვა შესაძლებელია მოცემულ აკადემიურ პერიოდში. პროგრამა კარგად ორგანიზებული და თანმიმდევრულია, რის გამოც მოსწავლეები ადვილად ახერხებენ მასალის ათვისებას. სკოლას აქვს შეფასების სისტემა, რომელიც მოსწავლის ცოდნასა და უნარ ჩვევებს რეგულარულად უწევს მონიტორინგს კონკრეტული საგნების მიხედვით. დადგენილია მოსწავლეების აკადემიურ მოსწრების კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელი. მოსწავლეები არჩევენ აკადემიური მოსწრების კონკრეტულ დონეს. სკოლას შემუშავებული აქვს დამატებითი მომსახურების სასწავლო გეგმები, რომლებიც ითვალისწინებენ მოსწავლისა და მშობლის კონკრეტულ ინტერესებს სკოლის ინტერესებთან შესაბამისობაში. სკოლას შემუშავებული აქვს ინდივიდუალური სამიზნე პროგრამები ინკლუზიურ სწავლებისათვის სკოლის მასწავლებელთა მუშაობას თვალს ადევნებს და ამოწმებს სკოლის ადმინისტრაცია. ადეკვატურად ხორციელდება სავალდებყლო პროგრამის დაფარვა. სკოლაში არსებობს კომუნიკაციის გამართული სისტემა. მშობლები და ადგილობრივი თემი მუდმივად ინფორმირებულია სკოლის მხრიდან მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაუბრკოლებლად უკავშირდებიან სკოლას და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში. .ქცევის ნომრები და პროცედურები განსაზღვრულია სკოლის შინაგანწესით. სკოლის ფიზიკური გარემო და შინაგანწესი გამორიცხავს უწესრიგობას და ხელს უწყობს დადებითი ქცევების განვითარებას დანერგილია პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს თვითდისციპლინა და დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას ასწავლის სკოლას შემუშავებული აქვს კონკრეტული მექანიზმები, რომელთა მეშვეობით, დასაწყისისვე გამომდინარეობენ ძალადობასა და ექსტრემალურ ქცევაში მიდრეკილი მოსწავლეები. სადამრიგებლო პროგრამებში გათვალისწინებულია და მეტი დრო ეთმობა სადამრიგებლო საათის გამოყენებას. სკოლაში დანერგილია და დამკვიდრებული ქცევის ნომრები უზრუნველყოფილია კოლეგიალური ურთიერთობები თანამშრომელთა და ადმინისტრაციას შორის. მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო გადაწყვეტილებების მიღწევებსა და სასკოლო პოლიტიკის განსაზღვრაში. მასწავლებლები წარჩინებულნი არიან პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, რომელთა შინაარსიც საჭიროების მიხედვით დგინდება. . სკოლას აქვს საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური ადამიანური რესურსი პროფესიონალი კადრები, რომელთა შორითაც უმრავლესობა სერთიფიცირებულია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვლის ოფიცერი: ნათია ბენდელიანი ტელ:591700793; ელ-ფოსტა: nbendeliani@mes.gov.ge
სტრატეგიული მიზანი: პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლწებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, ტოლერანტი და თანამედროვე საზოგადოებაში ადაპტირებული ადამიანის აღზრდას.