ქუთაისი, სოლომონ I №73
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 40
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, სოლომონ I-ის №73
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ჩვენი სკოლის მისიაა ,,არსებობდეს მომავლისათვის“, ე.ი. მუდმივად აღმავალი წარმატებით ამზადებდეს ხვალინდელი დღის მოქალაქეებს. სკოლის გუნდურ გარემოში შევძლებთ მოსწავლეებს ისეთი განათლება მივაღებინოთ, რომ შეძლონ პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა. იყვნენ მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედნი. ხედვა მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოესი ექვსი წლის მანძილზე ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია მოსწავლეებმა მიიღონ არა მარტო ზოგადი განათლება, არამედ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, რისთვისაც სკოლაში შექმნილია შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომები. შედეგად მივიღებთ მეტად დადებით, მეგობრულ, გუნდურ, მასტიმულირებელ, უსაფრთხო, პოზიტიურ სასწავლო გარემოს. აღნიშნული ღირებულებები გაამართლებს საზოგადოების მოლოდინებს, გაზრდის მომავალი თაობის მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და მეტად აამაღლებს ჩვენი სკოლის იმიჯს, სადაც აღვზრდით თავდაჯერებულ, მაღალი თვითშეფასების, რეალიზებულ, ტოლერანტ თაობას. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, თვითშეგნებით, ეროვნული თვითმყოფადობით, სრულფასოვანი ცხოვრებისა და სოციო-კულტურული მზაობით. სკოლის ღირებულებები: • წიგნიერება • კონკურენტუნარიანობა • აქტიური მოქალაქეობა • ტოლერანტობა • ურთიერთპატივისცემა • პროფესიონალიზმი • მიუკერძოებლობა • კოლაბორაცია
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს,მრჩეველთა საბჭო. პერსონალურ მონაცემთა ოფიცერი : სახელი - ნათია გვარი - ბენდელიანი საკონტაქტო - 591700793 მეილი - Nbendeliani@mes.gov.ge
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია: ➢ ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; ➢ გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა; ➢ ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; ➢ მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება; ➢ აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში; ➢ ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ ქალაქ ქუთაისის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს სესაბამის ზომებს. 2024ელის 12ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორების ქალბატონ დენიტა და ბატონ რეზო კლდიაშვილის მიწვევით ქუთაისის Vსაჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ქეთევან დიდბარიძე (პედაგოგი ნ.ცერცვაძე) იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამეცნიერო -ტექნიკურ კონფერენციაზე "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება",თემით "სელენი-ჯანმრთელობის სადარაჯოზე".ეს იყო საოცარი ინტეგრაცია სკოლა -უნივერსიტეტი და მოსწავლის განვითარებისა და წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა.მადლობა ბატონ რეზოს მშობლიურ სკოლასთან თანამშრომლობისა და მოსწავლეების მოტივირებისათვის. ქეთის დაენიშნა ბატონი რეზო კლდიაშვილის სახელობის სტიპენტია. სკოლა ამაყობს ბატონი რეზოს სახელით,მას უკვე ორი სტიპენტიანტი ჰყავს და არ წყდება ათეული წლის წინ დაწყებული ურთიერთობა,ის ღრმავდება და სასურველ შედეგსაც გამოიღებს.