ქუთაისი, სულხან–საბას გამზ.47ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 53
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 11
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, სულხან-საბას გამზ. №47/ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მისიაა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. ხედვა სსიპ ქალაქ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; . ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნათია ბენდელიანი 591 700 793 Nbendeliani@mes.gov.ge