ქ. ქუთაისი ხარებავას #5
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 64
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 9
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ვ. ხარებავას ქ.№5
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მისია , ხედვა და ღირებულებები სკოლის მისიაა: მოსწავლეთა განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა. უსაფრთხო, ინკლუზიური, პოზიტიური და ტექნოლოგიურად განვითარებული სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ხარისხიანი განათლება, განავითაროს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობის, სოციალური პასუხისმგებლობის, ცხოვრებისეული გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევის უნარები, რაც საჭიროა ტოლერანტი, მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ეროვნული ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სკოლის ხედვაა: 2030 წლისთვის სკოლა იქნება მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ეფუძნება თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და ინდივიდუალურ მიდგომებს. სკოლაში იქნება უსაფრთხო, წამახალისებელი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს თავისი შესაძლებლობებით ცოდნის შეძენას, ნიჭისა და ინტერესების რეალიზებას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ობიექტურობა, პატიოსნება და კეთილსინდისიერება; თანამშრომლობა, გუნდურობა; ტოლერანტობა; ბავშვთა უფლებების დაცვა; ინოვაციურობა, კრიტიკული აზროვნება; დემოკრატიული მართვა;