Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №35 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ბუხაიძის II მიკ/რ. №1/ა

Register ID#740
Students284
Teachers29
Buildings1
School profile

General information

Principal
რუსუდანი თავიდაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ქუთაისი, ბუხაიძის II მიკრ. № 1/ა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
65
SEN capacity
8
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია ხელი შეუწყოს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების გამოვლენასა და განვითარებას, რათა ის ჩამოყალიბდეს განათლებულ , კრიტიკულად მოაზროვნე ეროვნული ფასეულობების დამცველ მოქალაქედ, ზრუნავდეს განვითარებაზე , ახდენდეს თვითრეალიზებას და ქმნიდეს უკეთეს მომავალს. სკოლის ხედვა 2030 წლისათვის სკოლა იქნება :  მოთხოვნადი  ეყოლება მაღალკვალიფიციური პედაგოგები  გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 40%  სკოლას ექნება სრულად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა  რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის სწავლის ხარისხის ამაღლებას.   სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო.docx15/12/2023 13:25:12 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ ქალაქ ქუთაისის N35 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:  სკოლის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება, ცნობადობის გაზრდა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის მოწესრიგება.  პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და გუნდური მუშაობა.  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და აღჭურვა.  უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სასწავლო გარემოს შექმნა.  სასკოლო საზოგადოებისა და სასწავლო აღმზრდელობით პროცესში მშობელთა ჩართულობა  სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება , ინოვაციური მეთოდების დანერგვა, მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება

Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ნიმუში.docx15/12/2023 13:21:32 · 0.08 MB
Download documents on EMIS