Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი №60

Register ID#738
Students848
Teachers56
Buildings1
School profile

General information

Principal
მარინა ისკაკოვა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/10/2023
Authorization end
20/10/2032
First grade admission

Current capacity information

ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი №60

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
100
Available places
34
SEN capacity
10
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სასკოლო გუნდის პროფესიონალიზმის მუდმივი განვითარებისა და უწყვეტი განათლების მაღალი ხარისხის მხარდაჭერის საფუძველზე, ინკლუზიური, სახელობო, ინოვაციური და ციფრული სასწავლო გარემოს შექმნითა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მხარდაჭერით, გლობალური ფუნქციური უნარების მქონე, ქვეყნის  ღირსეული მოქალაქეების აღზრდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ხედვა ქუთაისის N33 საჯარო სკოლა 2038 წელს იქნება გლობალური ფუნქციური უნარების მქონე მოქალაქეების აღმზრდელი ბრენდირებული/კონკურენტუნარიანი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ინოვაციური, ინკლუზიური, ციფრული მიდგომებით ქმნის მაღალი ხარისხის დაწყებითი, საბაზო, საშუალო და მრავალპროფილური პროფესიული განათლების მიღების გარემოს. ღირებულებები სსიპ ქ. ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული მხარეების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ თემთან, მოსწავლეებთან/პროფესიული სტუდენტებთან/მსმენელებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და განათლების სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის. მხარს ვუჭერთ მოსწავლეთა ინიციატივებს. განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებს. ორიენტირებული ვართ პრობლემების გადაჭრაზე და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატიურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. ვზრუნავთ საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, რაც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე. სასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, აქტიურად ვცდილობთ სკოლაში დავნერგოთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და ყოველთვის ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე. გუნდური მუშაობა - სკოლის პრიორიტეტია მიაღწიოს საერთო მიზანს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ყველა პროცესში, თავისი კომპეტენციების ფარგლებში , ჩართული იყოს სკოლის პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თემის ჩართულობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გამოვიყენოთ ბაღის, სკოლის უნივერსიტეტის რესურსები აღსაზრდელი თაობის მომავლის ფორმირებისათვის. ვზრუნავთ ყველამ გამოხატოს პატივისცემა სხვისი წარმატების მიმართ. აღიაროს და დააფასოს არ მხოლოდ საკუთარი დამსახურება. პასუხისმგებლობა - სკოლა ორიენტირებულია მიზანზე, სადაც ყველა პასუხისმგებლობას იღებს თავის არჩევანზე, წარმატებაზე და წარუმატებლობაზე. წახალისებული და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები და იდეები. ეს ქმნის გარემოს, სადაც არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, რაც მოსწავლეებს უქმნის სკოლისადმი მიკუთვნებულობის მაღალ განცდას.

Structure1 additional item

. სკოლის სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელს გააზრებული აქვს საკუთარი საქმიანობა. სსიპ ქალაქ ქუთაისი N33 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა)დირექცია. ბ) ადმინისტრაცია (სკოლის და პრფესიულის) გ) პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრები , დ) სამეურვეო საბჭო , ე)დისციპლინური კომიტეტი, ვ)მოსწავლეთა თვითმმართველობა , ზ) მანდატურის სამსახური, თ) უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო, ი) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, კ)მშობელთა სათათბირო, რომლებიც სკოლაზე მორგებული დებულებების მიხედვით საქმიანობენ. სტრუქტურულ ნაწილებს შორის თანამშრომლობითი დამოკიდებულება საერთო საქმის მიმართ ინტერესი ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას

Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის მისიის, ხედვისა და  ღირებულებების გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს სამი სტრატეგიული მიმართულებით:   მიზანი 1:სკოლის ორგანიზაციული განვითარება, ბრენდირება;  მიზანი 2: სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებების ხელშეწყობა,  მიზანი 3:სასკოლო გუნდის პროფესიონალიზმის  მუდმივი განვითარება ;   2025 წელს პროფესიული განათლების გარემოს შექმნის ამოცანის აქტივობებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის დანერგვით. ცვლილებები ასახულია სტრატეგიული გეგმის ახალ ვერსიაში

Documents

დანართი 7-დამტკიცებული სტრატეგიული განვით 2023-2030.pdf11/09/2023 22:04:43 · 0.18 MB
+სტრატეგიული გეგმა 2025-32წწ (1).pdf15/06/2025 16:51:13 · 0.49 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს მოქმედი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან, იქმნება ყოველი სასწავლო წლის დასასწყისამდე.

Documents

დანართი 8-ერთწლიანი გეგმა 23-24წწ - დამტკიწებული.pdf11/09/2023 22:03:11 · 0.41 MB
+პროფეს. სამოქმედო გეგმა 2025-26წწ.pdf15/06/2025 16:58:28 · 0.35 MB
+სამოქმედო გეგმა 2025-26წწ (1).xlsx01/10/2025 17:00:06 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და  მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. 4. პროფესილული საგანმანათლებლო პროგრამა "გრაფიკული დიზაინი"

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში არსებობს თანამშრომლების, მოსწავლეების/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების, ასევე საჩივრების განხილვის ეფექტური და გამოცდილი სისტემა. სამეურვეო საბჭო განიხილავს, გარედან შემოსულ საჩივრებს ან დისციპლინარული კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილებებზე საჩივრებს. დისციპლინური კომიტეტი განიხილავს, მშობლებისა და მოსწავლეების, მასწავლებლების განცხადებებს. მშობლების საშუალება აქვთ სემესტრული ნიშნის უკმაყოფილების შემთხვევაში მიმართოს დირექტორს და ინიშნება სემესტრული ნიშნის ამაღლების გამოცდა. აგამოცდო კომისიაში განისაზღვრება არა მხოლოდ ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა იმ მოსწავლეს, ასევე კათედრის სხვა წარმომადგენლებიც, რათა ობიექტურად დადგინდეს, რატომ არ ეთანხმება მშობელი და მოსწავლე მასწავლებლის შეფასებას. სკოლის შინაგანაწესის მიხედვით სემესტრულ გამოცდას უნდა ესწრებოდეს აუცილებლად მშობელიც, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა მისი შვილის შეფასებაში. თანამშრომლებს სკოლის დირექტორის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ, თუ საქმე ეხება შრომითი ურთიერთობას. დანარჩენი საკითხები ჯერ განიხილება დირექტორთან, შემდეგ დისციპლინარულზე და უკიდურეს შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. ვაკანტური ადგილის შესავსები ღია კონკურსების დროს საჩივრების განხილვის კომისიის ფუნქციებს სკოლის შინაგანაწესის მიხედვით სამეურვეო საბჭო ითავისებს.

Infrastructure1 additional item

სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის შენობა განთავსებულია ახალგაზრდობის გამზირის N60-ში, 2019 წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამის ფარგლებში. უზრუნველყოფილია ახალი ავეჯით განათლების სამინისტროდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანამედროვე ლაბორატორიებით თავისი აღჭურვილობით, ორი კომპიუტერული ლაბორატორია საბაზო, საშუალო და დაწყებითი საფეხურისათვის ცალ-ცალკე, ნარატიული და ელექტრონული ბიბლიოთეკით, რესურს ოთახით შესაბამისი ავეჯით, ორი სპორტული დარბაზით, კლუბით, სანიტარ-ჰიგიენური ნორმების დაცვით აღჭურვილი 14 სველი წერტილი. თითქმის ყველა საკლასო ოთახში დამონტაჟდა პროექტორი და განთავსდა პერსონალური ბუკი. ყოველწლიურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ინვენტარიზაცია სკოლაში ფუნქციონირებს 55 პერსონალური კომპიუტერი და 38 ლეპტოპი. სკოლას აქვს ქიმიის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, ლაბორატორიული მოწყობილობებით და ჭურჭლით. სკოლას გააჩნია მხატვრული წიგნადი ფონდი და გრიფირებული სახელმძღვანელოების ფონდი, რომელიც განთავსებულია ბიბლიოთეკის საცავში. არსებობს მკითხველთა დარბაზი, სადაც განთავსებულია საკატალოგო და საენციკლოპედიო მასალები, მეთოდური ლიტერატურა, ელექტრონული ბიბლიოთეკა. ინფრასტრუქტურა ამერიკულ სტანდარტებს პასუხობს, ანუ დაცულია და შექმნილია ინკლუზიური გარემო ინფრასტრუკტურის კუთხით, კერძოდ, გვაქვს პირველ სართულზე ორი ადაპტირებული საპირფარეშო, სამი შესასვლელი პანდური. (დანართი 16) პირველ სართულზე გვაქვს ფართო გადაადგილების სივრცე, ადაპტირებული საკლასო ოთახო, მაგრამ არ გვყავს შშმ პირი, ამიტომ დროებით ეს კაბინეტი გადაცემულია გახანგრძლივებული ჯგუფისათვის სარგებლობაში. რესურს ოთახში სამეცადინოთ არსებობს ჯგუფური მუშაობის ადაპტირებული მერხი, ინდივიდუალური მერხები, შექმნილია რეკრეაციული სივრცე. სკოლა ზრუნავს, რომ მოსწავლეებს ჰქონდეს აღჭურვილი სოციო-კულტურული სივრცეები. სკოლაში არის სააქტო დარბაზი, რომელშიც ტარდება პედაგოგიური საბჭოები, მშობელთა სათათბიროს კრებები, ტრენინგები.,სხვადასხვა თემატური ღონისძიებები რეაბილიტაციის შემდეგ სკოლამ უზრუნველყო თეატრალური ფარდის მოწყობა და გააუმჯობესა დარბაზისაკუსტიკა. სკოლაში ფუნქციონირებს ორი სპორტული დარბაზი სხვადასხვა საფეხურის კლასებისათვის. დარბაზებში ტარდება სპორტის გაკვეთილები, სპორტული ოლიმპიადები., მოქმედებს სპორტული- კალათბურთის და ქორეოგრაფიული წრეები. სკოლაში ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებს სამკითხველო, სადაც არის წიგნების კატალოგი, ციფრული ბიბლიოთეკის კომპიუტერები, მეთოდური ლიტერატურა, ატლასები და კლასიკური ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სივრცე მისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის, განკუთვნილია როგორც ღონისძიებებისათვის , ასევე კლუბური მუშაობისათვის. სკოლის შენობის ყველა სართულზე არის სარეკრიაციო ზონები, სადაც მოთავსებულია სკოლის მიერ შეძენილი პუფები, კომპიუტერი და დეკორატიული ყვავილებით. თითოეულ ზონაში მოთავსებული სხვადასხვა საინფორმაციო დაფები. სკოლის ეზოში ასევე არის მოწყობილი ღია საკლასო სივრცე.

FinancesText information

სკოლის სწორად და გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა. მისი მომზადებისას სკოლა განსაზღვრავს: სავარაუდო შემოსავლები; მომდევნო წლის პრიორიტეტები; სავარაუდო ხარჯები; საბიუჯეტო პოლიტიკა და კალენდარი. სკოლის ბიუჯეტი იგეგმება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. დაგეგმვის პროცესი გამომდინარეობდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან; 2. დაგეგმვის პროცესში ჩართულია სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს ყველას ინტერესების შეძლების დაგვარად გათვალისწინებას; 3. ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლას აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) ეფექტიანი სისტემა სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამეურვეო საბჭოს კორექტირებისათვის. შესყიდვების გეგმა შედგენილია ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელსაც აკეთებს სკოლის ბუღალტერი და წერილობით eflow-ის საშუალებით აწვდის დირექტორს. საჭიროების შემთხვევაში ინდ. აქტით შედის ცვლილებები. ყოველი კალენდარული წლის ათ დეკემბრამდე დირექტორი სამეურვეო საბჭოს აბარებს ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ. ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილ ვადებში წარუდგენს ინფორმაციას ფინანსური რესურსების განკარგვისა და მოძრაობის შესახებ.