ქუთაისი, ავტომშენებლის №2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 150
- Available places
- 72
- SEN capacity
- 16
- Available SEN places
- 8
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ავტომშენებლის №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ – ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მისიაა ორგანიზებული სასწავლო–სააღმზრდელო პროცესითა და მაღალხარისხიანი განათლების დანერგვით აღზარდოს ტოლერანტი, ჯანსაღი, დემოკრატიული ღირებულების მქონე განათლებული , კონკურენტუნარიანი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქე. მომავლის ხედვა: მომდევნო 7 წლის განმავლობაში სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების მთავარი ორიენტირი იქნება: • სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; • ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუვა და თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს ფორმირება; • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; • უსაფრთხო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა; • ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული განათლების უზრუნველყოფა; • მშობელთა ჩართულობის გაზრდა.. ღირებულებები • -თანამშროლობა; • ურთირთპატივისცემა; • ინოვაციურობა; • ტოლერანტობა; • ღიაობა; • სამართლიანობა; • გამჭირვალობა მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ ის გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
სკოლის სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები. გასაჩივრების დეტალური პროცედურები.
სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა