Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, მუსხელიშვილის მე-4 შეს. №1

Register ID#735
Students1,575
Teachers97
Buildings1
School profile

General information

Principal
მიხეილი გიორგაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/09/2023
Authorization end
18/09/2032
First grade admission

Current capacity information

ქუთაისი, მუსხელიშვილის მე-4 შეს. №1

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
125
Available places
0
SEN capacity
13
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება თანასწორობის პრინციპების გააზრება – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა, საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის მიმართ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის სიყვარულს და ერთგულებას თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას

Structure2 additional items

Documents

დანართი N1.xlsx24/03/2026 09:11:39 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის შვიდწლიანიწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2022 – 2023 / 2028 – 2029 სასწავლო წლამდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მისია და მიზნები სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიზ გაზრდას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება თანასწორობის პრინციპების გააზრება – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა, საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის მიმართ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის სიყვარულს და ერთგულებას თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას

Documents

დანართი 4. სტრატეგიული 7 წლიანი გეგმა.docx26/03/2026 06:46:55 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწ.წლები.docx02/03/2026 06:56:30 · 0.08 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწ.წლები.docx26/03/2026 06:49:51 · 0.08 MB
10 დეკემბრის ანგარიში სასწავლო პროცესი 2025 (1).pdf30/03/2026 05:28:25 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის (შემგდომში - სკოლა) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია: 1.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 1.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 1.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 1.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 1.5. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 1.6. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 1.7. მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და ინფორმაციის შეგროვება; 1.8. იდენტიფიცირებული პრობლემისა და საჭიროების სკოლის დირექციისათვის მიწოდება და გადაჭრის გზების შეთავაზება; 1.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა. 2. წინამდებარე დებულება ხელს შეუწყობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას. მუხლი 2. მოსწავლეთა ინიციატივების დაყენების წესი 1. წინამდებარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე, სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება, მისთვის აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა დააყენოს კლასის დამრიგებელთან ან/და უშუალოდ სკოლის დირექციის წინაშე; 2. სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს ასევე უფლება აქვს ინიცატივით საბაზო ან საშუალო მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც თავის მხრივ ინციატივას განიხილავს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის სხდომაზე და თუ ინიციატივის განხორციელებისთვის საჭიროა დირექციის ჩართულობა, მიმართავს მას; 3. ინიციატივის დაყენება მოსწავლეებს შეუძლიათ კონკრეტული კლასის მშობელთა კომიტეტის წინაშეც (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 4. ინიციატივის დაყენება შეიძლება მოხდეს როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით; 5. კლასის დამრიგებელი/მშობელთა კომიტეტი ვალდებულია მოსწავლის მიერ წარდგენილი ინიციატივები წარადგინოს სკოლის დირექციასთან; მუხლი 3. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა 1. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში; 2. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დირექცია კომუნიკაციას ამყარებს კლასის დამრიგებელთან, მშობელთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან; მუხლი 4. წესის დამტკიცება და ცვლილების შეტანა 1. წინამდებარე წესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 2. წესის ცვლილება ან გაუქმება შესაძლებელია პირველ პუნქტში მითითებული წესით.

Documents

მოსწავლეთა ინიციატივის მექანიზმები.pdf26/03/2026 08:24:03 · 0.43 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

Documents

შინაგანაწესი.pdf12/04/2024 10:51:16 · 19.82 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances2 additional items

Documents

10 დეკემბრის ანგარიში ფინანსური 2025.pdf26/03/2026 06:56:29 · 0.04 MB
Download documents on EMIS