ქუთაისი, სულხან-საბას 71ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 53
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 9
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი №71/ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, STEM საგნებისა და ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად ინტეგრაციით ქმნის ხელსაყრელ და ინკლუზიურ გარემოს, რათა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, ტოლერანტი და აქტიური, მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების მქონე მოქალაქე. ხელი შეუწყოს თემის ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) წარმომადგენელთა ინტეგრაციას სასკოლო და სამოქალაქო საზოგადოებაში, ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებით. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) თემის წარმომადგენელთა, მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე, რასაც ისინი მოახერხებენ STEM საგნების და ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად ინტეგრაციის ხარჯზე. საკუთარ თავს ხედავს როგორც, თემის ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) წარმომადგენელთა, სასკოლო და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელშემწყობს სახელმწიფო ენის სრულფასოვნად დაუფლების ხარჯზე. სკოლის ღირებულებები: სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ტოლერანტობა: სამართლიანობა: თანასწორუფლებიანობა: გუნდურობა: პასუხისმგებლობა • ტოლერანტობა: ჩვენ გააზრებული გვაქვს სიტყვები: ,,მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ“. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა რელიგიის, ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს. შეგვიძლია როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, გვაქვს ყველასთან ურთიერთობის სურვილი. • სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. • თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. • გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს , მათ შორის მშობელს, მოსწავლეს, მასწავლებელს და ა. შ. გააზრებული და გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში. ზემოთ დასახელებული ღირებულებები აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ მთლიანად სკოლამ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, ყოველდღიური საქმიანობაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: ✓ ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო; ✓ ბავშვის სიყვარული; ✓ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხი; ✓ მიუკერძოებლობა და პასუხისმგებლობა; ✓ პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ✓ პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მიღწევების აღიარება და აზრის პატივისცემა; ✓ პირადი პასუხისმგებლობა; ✓ ვაკეთებთ საერთო საქმეს, ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებსა და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრი - ნათია ბენდელიანი. 591700793 Nbendeliani@mes.gov.ge