ქუთაისი, ი.ბერაძის №11
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 36
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 5
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ი. ბერაძის ქ.№11
Open a section to view its text, related links, and document listing.
1. მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება ხორციელდება შემდეგი ეტაპების დაცვით: ა) სკოლის ფილოსოფიასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის მიერ მისიის, ხედვისა და ღირებულებების პროექტების შემუშავება; დ) სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული მისიის, ხედვისა და ღირებულებების პროექტების სკოლის დირექტორისათვის წარდგენა; ე) დირექტორის მიერ მისიის, ხედვისა და ღირებულებების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენა და შეთანხმება; ვ) მისიის, ხედვის და ღირებულებების პედაგოგიური საბჭოსათვის წარდგენა და დამტკიცება; ზ) სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში/სტენდზე განთავსება. სკოლის მისია -- უსაფრთხო გარემოში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების წახალისება. მოზარდებში პირადი და სოციალური პასუხისმგებლობის განცდის, განსხვავებული აზრის მოსმენის, პატივისცემისა და შემწყნარებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. რათა მოსწავლემ სწორად შეაფასოს და განსაზღვროს პროფესიული არჩევანი. სკოლის ხედვაა -- სსიპქალაქ ქუთაისის #28 საჯარო სკოლა შეძლებს აღზარდოს კონკურენტუნარიანი, ინტელექტუალური, ტოლერანტი და ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალული, წიგნიერი თაობა. კურსდამთვრებულები შეძლებენ მოახდინონ ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი განსხვავებულ შინაარსობრივ კონტექსტში. განუვითარდებათ ეფექტური კომუნიკაციის, თვითრეგულაციის, რეალური პრობლემების გადაწყვეტისა და ინოვაციის, ცოდნის კონსტრუირებისა და გამოყენების უნარები.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #28 საჯარო სკოლა შედგება: სამეურვეო საბჭო - დირექტორი - თვითმართველობა - დისციპლინარული კომიტეტი - ბუღალტერი - საქმისმწარმოებელი - ხარისხის ჯგუბი - უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირი - დამრიგებლები
სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი (2023-2030) გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის ფილოსოფიიდან. სტრატეგიული გეგმა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ადამიანური რესურსის განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ორგანიზაციული განვითარება. 1. სსიპ ქალაქ ქუთაისის #28 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მმართველობითი პროცესის - სკოლის მისიის, ხედვის და ღირებულებების შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი, ასევე, განსაზღვრავს სკოლის ფილოსიფიის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესში აღწერილია პრინციპები, მეთოდები და პროცედურები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება სკოლის ფილოსოფიის, გრძელვადიანი - სტრატეგიული განვითარების და მოკლევადიანი - ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან და სკოლას გამოეყოფა დამატებით პროგრამული დაფინანსება. სკოლის ბიუჯეტი მტკიცდება დეკემბრის ბოლოს და წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება. სკოლას დამტკიცებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი და შესყიდვები ხორციელდება აღნიშნული წესისა და შესყიდვების გეგმის შესაბამისად.
მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ-მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე
სსიპ ქალაქ ქუთაისის #28 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქალაქ ქუთაისის #28 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.
2024 წლის მარტიდან მიდინარეობს ეზოსა და სკოლის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია დამთავრდება 2026 წლის სექტემბერში.