Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №22 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, განათლების №64

Register ID#727
Students174
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ელბაქიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
08/12/2023
Authorization end
08/12/2032
First grade admission

Current capacity information

ქუთაისი, განათლების ქ. #64

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
100
Available places
90
SEN capacity
10
Available SEN places
10
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისიაა: შექმნას ისეთი უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის ეროვნული ინტერესების, შესაძლებლობების განვითარებაზე, თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების მიცემაზე, სიახლის მაძიებელ განათლებულ პიროვნებებად აღზრდაზე, კულტურულ ფასეულობათა და ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებაზე, ზნეობრივად, სულიერად, ფიზიკურად ჯანსაღი, ღირსეული, ტრადიციების დამცველი მოზარდის ფორმირებასა და მისთვის სწორი გზის არჩევასა და პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებაზე, განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას, რათა მომავალში შეძლოს თავისი წვლილი შეიტანოს ერთიანი საქართველოს განვითარებაში. 2030 წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზღვრული რაოდენობა მიაღწევს სკოლაზე გათვლილ მოსწავლეთა რაოდენობას; სკოლა გახდება პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების დამნერგავი; შენარჩუნებული იქნება მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობის ტრადიცია. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების ამუშავება; ბ} მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) სკოლის ბაზაზე პროფესიული პროგრამების განხორციელება, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თექის სწავლებასთან ერთად უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ამოქმედებით გადამზადების სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლა; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის/პროფესიული სტუდენტებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია: ➢ სიახლეების მიმართ ღიაობა ➢ სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა ➢ სამართლიანობა ➢ გუნდურობა ➢ ერთგულება ➢ გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია, სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია: ➢ პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ➢ პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ➢ სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ➢ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; ➢ საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება; ➢ ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ➢ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა; ➢ ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; ➢ მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; ➢ გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; ➢ შედეგზე ორიენტირებულობა

Structure2 additional items

Documents

სკოლის სტრუქტურა (1).pdf19/02/2026 15:20:50 · 0.61 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული შვიდწლიანი გეგმა-2023..docx29/06/2025 17:35:14 · 1.49 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სამოქმედო გეგმა 2025-26წწ გასწ.xlsx29/06/2025 17:35:32 · 0.27 MB
ერთწლიანი სამოქმედო სამუშაო გეგმა - 2025-2026 სასწ. წ..pdf24/09/2025 13:22:55 · 0.35 MB
Download documents on EMIS
Programs and support services8 additional items

სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა სსსმ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო სერვისებს. სკოლაში ფიზიკური გარემო ადაპტირებულია და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწდომია გარემო, სრულყოფილადაა დაკმაყოფილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებები, რისთვისაც სკოლაში არსებობს:  შიდა და გარე პანდუსები;  ლიფტი;  პირველ სართულზე განთავსებული რესურსოთახი;  რესურსები: სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები და ა. შ.  ადაპტირებული სველი წერტილები;  ექიმის კაბინეტი;  ბიბლიოთეკა;  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები;  სპორტული დარბაზი;  სპორტული მოედანი;  საკონფერენციო დარბაზი;  თექის სახელოსნო;  მოსასვენებელი სივრცე. სკოლაში მოსწავლე იღებს საგნის მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ექიმისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე სკოლაში მოსწავლისთვის ხდება საგნობრივი მასალის ადაპტირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. მოსწავლის წარმატებულ ინკლუზიას სასკოლო სისტემაში უ7ზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი, რომელიც სედგება მშობლისა და სკოლის სპეციალისტისაგან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ისგ ჯგუფი 1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. 2. სკოლაში შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. 3. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. 4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. 5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურადაა განსაზღვრული: ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში; ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი უთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე, მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით და სხვ; ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია:  ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;  გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა;  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;  მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება;  აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში;  ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს სესაბამის ზომებს.

Documents

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი.pdf24/09/2023 17:36:10 · 10.21 MB
სსსმ მოსწავლეებისთვის საგანმ. სერვისების მიწოდების რეგულაცია.pdf25/09/2023 09:44:08 · 2.91 MB
დანართი 3.5 ინტეგრირებული მოდულების შეფასების წესი.docx10/06/2025 18:00:54 · 0.03 MB
დანართი 3.4 შექმნილი პროდუქტის შენახვისა და განკარგვის წესი.docx10/06/2025 18:00:54 · 0.03 MB
დანართი 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დებულება.docx10/06/2025 18:00:54 · 0.25 MB
დანართი 3.2 პროფესიული-სტუდენტის-ხელშეკრულების ნიმუში.doc10/06/2025 18:00:54 · 0.08 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა - 2025-2026.pdf10/12/2025 10:39:40 · 3.33 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე.

Documents

საჩივრის განხილვის წესი.pdf24/09/2023 17:46:20 · 2.87 MB
შინაგანაწესი.pdf17/11/2023 13:25:12 · 6.78 MB
დანართი 3.3 პროფესიული სტუდენტის უფლებები.docx10/06/2025 18:01:54 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის, სპორტული დარბაზი, გასახდელები, სპორტული მოედანი. საპირფარეშოები ოთხივე სართულზეა (მათ შორის ადაპტირებული საპირფარეშოებიც). მოწყობილია პანდუსი და ლიფტი. სკოლაში გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემაა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. სასკოლო ავეჯი განახლებულია. ფუნქციონირებს საკონფერენციო და სააქტო დარბაზები. სკოლა აღჭურვილია 28 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო.

Finances2 additional items

სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის 2023 წლის 6 თვის პროექტი 2023 წლის ივლისისთვის ნაშთი შეადგენს 1690,02 ლარს სულ 6 თვის შემოსავალი -241820,54 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი-239260,54 ლარი მათ შორის : ვაუჩერული დაფინანსება-93241,56 ლარი დამატებითი დაფინანსება-2731,78 ლარი სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი-131100,60 სპეც მასწავლებლების დანამატი-3947,40 ლარი სსმ მოსწავლის დაფინასება-4200 ლარი ექიმის შრომის ანაზღაურებისათვის დაფინანსება-4039,20 ლარი ეკონომიკური შემოსავალი-2560 ლარი ხარჯები: -243510,56 ლარი შრომის ანაზღაურება-228801,42 ლარი მათ შორის: პედაგოგების შრომის ანაზღაურება-70111,38 ლარი სერთიფიცირების დანამატი-134330,04 ლარი ადმინისტრაცია დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება-14910 ლარი შტატგარეშეების შრომის ანაზღაურება-8250ლარი წრის მასწავლებლის ხელფასი-1200 ოფისის ხარჯი-14709,14 ლარი კომუნალური გადასახადი-9504 ლარი ტერიტორიის დასუფთავება-127,14 ლარი შენობა ნაგებობის დაცვის ხარჯი-1200 ლარი საპენსიო გადასახადი 2%-990 ლარი სარეცხი საწმენდი საშუალებები-700ლარი ოფისისათვის საჭირო საგნები და მასალები-600 ლარი საკანცელარიო საქონელი-630 ლარი საფოსტო საკურიერო-30 ლარი საბანკო მომსახურება-28 ლარი სხვა ხარჯი-900 ლარი

Documents

6 თვის ბიუჯეტის პროექტი.pdf24/09/2023 17:38:56 · 0.03 MB
Download documents on EMIS