ქუთაისი, ცისფერყანწელთა №6
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 25
- Available places
- 0
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ქუთაისი · ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N9; ქალაქი ქუთაისი, ცისფერყანწელების ქუჩა N6
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 სკოლა ემსახურება გონიერი, ჯანსაღი და თავისუფალი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას. სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტის აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებებისა და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, რაც მომავალში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლის ერთ - ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება, რასაც სკოლასთან ერთად ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს სკოლის კურსდამთავრებულების ინტეგრირებას ევროპულ/გერმანულენოვან სამყაროსთან. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 სკოლის მისიაა: • აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ტოლერანტი მსოფლიო მოქალაქე და განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარი. უცხო ენების გაძლიერებული სწავლების გზით, სკოლის კურსადამთავრებული შეძლებს ინტეგრირებას თანამედროვე სამყაროში. • განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში. ხედვა სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა პროგრესული, ფსიქოპედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად. მრავალფეროვანი ღონისძიების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ კოგნიტური პოტენციალი და ეხმარებიან მას, იქცეს თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ, შემოქმედებით ნატურად. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კარგად აპრობირებული, ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებით. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მისია და ხედვა შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, კერძოდ: პუნქტებთან : დ) ე) ვ) ზ) თ). სკოლა ზრუნავს გონიერი, ჯანსაღი, თავისუფალი, ტოლერანტი, დემოკრატიული ღირებებულებების მატარებელი მოზარდების ფორმირებაზე. ქართულ-გერმანული განათლებისა და ტრადიციების შერწყმის გზით მოსწავლეებისათვი/პროფესიული სტუდენტებისატვის მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების შეთავაზებისთან და უწყვეტ პროფესიულ განათლების მიცემასთან ერთად უზრუნველყოფს თაობების მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ფორმირებას. სკოლის ხედვა: უცხო ენების გაძლიერებული სწავლების გზით, შვიდწლიანი ციკლის განმავლობაში, უზრუნველვყოფთ სკოლის კურსდამთავრებულთა თანამედროვე ინტერკულტურული სივრცის ღირსეულ წევრად ფორმირებას. განვუვითარებთ ავტონომიურობას. ღირებულებები თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: • თანამშრომლობა; • გუნდურობა; • ღიაობა; • დემოკრატიული მართვა; • უსაფრთხოება; • განათლების მაღალი ხარისხი; • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა; • გლობალურ პროცესში ინტეგრაცია; • საზოგადოების მაღალი ჩართულობა. 2023-2024 სასწავლო წლიდან სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლამ შეიმუშავა ახალი მისია და ჩამოაყალიბა ახლებური ხედვა, რომელშიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგი პრიორიტეტები: გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; სამეწარმეო უნარების განვითარება და ინიციატივების წახალისება; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა რეგიონში DSD პროგრამაში ჩართული ერთადერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, ამით სკოლის კურატორობა გოეთეს ინსტიტუტიდან საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების კომპეტენციაში გადავიდა და ჩვენი სკოლა მის ისტორიულ წარსულს ახალი მიღწევებით დაუბრუნდა - ეროვნული ფასეულობებითა და ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების დიდი ტრადიციით.
დამტკიცებულია სსიპ აკაკი წერეთლისსახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლის დირექტორის მ/შ : / ს.სარალიძე / სსიპ აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა თავი I. პირების ფუნქციები მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. . შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენას პედაგოგიური საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 16. სკოლის დირექტორი თავის საქმიანობას ახორციელებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 17. საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის N109/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესაბამისად. მუხლი 3. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები 1. დირექტორის პირველი მოადგილე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 1. 2. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი(შვიდწლიანი) გეგმა გრძელვადიანი პრიორიტეტები 2023-2030 ჩვენთვის მოსწავლის აკადემიური და სოციალური წარმატებები მთავარი ღირებულებაა, ამიტომ 2023-2030 წლებში სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის გრძელვადიან პრიორიტეტებს წარმოადგენს: • სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება; • მისიასა და ხედვაზე დაფუძნებით სკოლის უნიკალური კულტურის ჩამოყალიბება; • მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე ორიენტირება და სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვა; • მიკუთვნებულობის განცდის კულტურის ჩამოყალიბება; • განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციული სისტემის შექმნა. აღნიშნული მიზნების მიღწევა განხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: სწავლა - სწავლება ამისათვის გამოვყავით ხუთი პრიორიტეტი პრიორიტეტი 1. სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი1. ოპტიმალური და ეფექტური სასკოლო სტრუქტურის შექმნა: ამოცანები: 1.1. თვითმმართველობითი ორგანოების ხელშეწყობა და მათი დებულებების, რეგლამენტების და ინსტრუქციების შემუშავება. 1.2 თვითმმართველი ორგანოებისთვის ფუნქციების დელეგირება. 1.3 სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტთა შემუშავება და ზრუნვა მათ ფუნქციონირებაზე. მიზანი2. ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. ამოცანები 2.1. კვალიფიციური კადრების მოზიდვა შენარჩუნება; 2.2. ფუნქციების სწორი განაწილება; 2.3 ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება მართვის კუთხით; 2.4. ლიდერთა ჯგუფის რეზერვის მომზადება; 2.5. სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ და მინიტორინგს უწევენ სწავლებისა და შეფასების პროცესებს; 2.6. სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაანალიზონ და გამოიყენეონ სხვადსხვა მონაცემები მნიშვნელოვანი სასწავლო და ოგანიზაციული გადაწყვეტილებების მისაღებად. პრიორიტეტი 2. მისიასა და ხედვაზე დაფუძნებით სკოლის უნიკალური კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტი. ამოცანები 2.1. მასწავლებელთა ტრენინგ პროგრამებში მონაწილეობა; 2.2. მასწავლებელთა ურთიერთდასწრება და კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის ხელშეწყობა; 2.3. ხარისხის მართვის ჯგუფის გაძლიერება და ხელშეწყობა. 2.4. ბიბლიოთეკის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის როლი სასკოლო ცხოვრებაში; 2.5. მასწავლებელთა სკოლის საჭიროებების და საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევების კუთხით მხარდაჭერა და ხელშეწყობა. 2.6. პარტნიორულ ურთიერთობათა ქსელში უფრო მეტი მასწავლებლის ჩართვა; 2.7.პედაგოგთა რეგულარული ინფორმირებულობა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და ცვლილებების შესახებ; მიზანი 2. სკოლის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ამოცანები 3.1. სკოლის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობა; 3.2. მატერიალურ პასუხისმგებელ პირებზე ფუნქციების განაწილება; 3.3. მატერიალური ფასეულობების დაცვა, განახლება, შეძენის პროგრამების შემუშავება; პრიორიტეტი 3. მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე ორიენტირება და სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვა; მიზანი 1. პოზიტიური ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა. ამოცანები 1.1. კვლევების ჩატარება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და ამ საჭიროებებზე აგებული სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა. 1.2. ლექციების ჩატარება მე-2-3 საფეხურის მოსწავლეებთან მოსწავლეებისთვის აქტუალურ საკითხებზე. 1.3. საგნობრივმა კათედრებმა დასახონ ღონისძიებები, რომელიც სკოლაში ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და სააღმზრდელო ღონისძიებების სრულყოფას; 1.4 მოსწავლეებისათვის არჩევით საგნად საგნის „მეწარმეობა“ შეთავაზება; მიზანი 2. დამატებითი განათლების უზრუნველყოფა. ამოცანები 2.1 პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება; 2.2 სკოლაში ექსტრაკურიკულარული აქტივობების განხორციელება პროფესიული ორიენტაციის კუთხით; 2.3. ფასიანი მომსახურების დებულების განახლება; 2.4. შესაბამისი კადრების მოძიება, მოზიდვა და შენარჩუნება. მიზანი 3. სკოლის იმიჯის გაზრდა. ამოცანები 3.1. სკოლის იმიჯზე მომუშავე ლიდერთა ჯგუფის შექმნა; 3.2. ჯგუფის ტრენინგ-პროგრამებში ჩართვა პიარის კუთხით; 3.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალფეროვანი მიმართულებების დადგენა; 3.4. სოციალურ პარტნიორებთან სტაბილური ურთიერთობის მიღწევა; 3.5. ხარისხის მართვის ტექნოლოგიების აუცილებელი ელემენტების დანერგვა; 3.6. განათლების სფეროში მზარდი საერთაშორისო რესურსების მოზიდვა და გამოყენება; პრიორიტეტი 4. მიკუთვნებულობის განცდის კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი 1. მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. ამოცანები 1.1. სკოლის ,,SWOT’’ ანალიზის განხორციელება და შედეგების შეფასება მშობლებთან ერთად; 1.2. მშობელთათვის პედაგოგიზაციის მიზნით სემინარების ჩატარება; 1.3. მოხალისეთა ჯგუფების შედგენა; 1.4. მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლ
წინამდებარე დოკუმენტი: დამტკიცებულია სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2024 წლის 9 სექტემბრის N15 სხდომაზე ხელმოწერილია თავმჯდომარე: / ლალი მიქაძე/ სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული პროგრამების/ კურიკულუმების მოდიფიცირება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები ადამიანური რესურსი; სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი მოსწავლეთათვის/სტუდენტებისათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა ადამიანური რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი; ფინანსური რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი; გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები ადამიანური რესურსი შეფასების ვერიფიკაცია დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი განხორციელებული ვერიფიკაციის შედეგები; ადამიანური რესურსი დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის ოქმები რემედიაციის პროგრამის ფარგლებში დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან/სტუდენტებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა/სტუდენტთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა/სტუდენტთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის/სტუდენტებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება * სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება * საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება * მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება * სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა * დიფერენცირებული სწავლება * სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება * გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა * დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა * სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით * სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი * სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი * საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება * აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში * მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება * მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა * ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება * 2. ადამიანური რესურსის განვითარება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა ადამიანური რესურსის განვითარება პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება პრევენციული და ინტერვენციული პერსონალის მართვის პოლიტიკის დანერგვა * პერსონალის მართვისას მონაწილეობითი და გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა * თანამშრომელთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმის დანერგვა * ადამიანური რესურსის მუდმივი განვითარება * აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვა და დასაქმება * ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება თანამშრომელთა პროფესიული საჭიროებების კვლევა * სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და განვითარების მუდმივი კონტროლი * თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა * ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა * მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან ტუტორების აქტიური მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში შიდა სასკოლო კონსულტაციების გამართვა მასწავლებელთა წახალისების სისტემის დანერგვა * გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება * მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა კოორდინირებული მუშაობა * ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საგნობრივ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა * 3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა მატერიალურ-ტექნიკ
დამტკიცებულია სსიპ აკაკი წერეთლისსახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლის დირექტორის მ/შ : / ს.სარალიძე / მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე https://www.facebook.com/profile.php?id=100075934111788&sk=about
შეთანხმებულია სსიპ-აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს ოქმი N8 13.06.2024წ დამტკიცებულია სსიპ-აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ოქმი N5 13.06.2024წ სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,, ზსდ ”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება ზსდ-ში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებზე, პროფესიულ სტუდენტებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს ზსდ-ს და ზსდ-ში დასაქმებულ პირებსა და პროფესიულ სტუდენტებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. ზსდ ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. ზსდ ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი/პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) ზსდ - ში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზსდ-ს ადმინისტრაცია - ზსდ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის), ასევე ზსდ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) ზსდ-ს დირექცია – ზსდ-ს დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები/პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) პროფესიული სტუდენტი - პირი, რომელიც ირიცხება ზსდ-ში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრული წესით და სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. დ) პროფესიული განათლების მასწავლებელი- ---------------------------------- ე) პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი- ------------------------------- გ) პროფესიული სასწავლო დრო – ზსდ-ს სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე ზსდ-ს მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – ზსდ-სდირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 11 .შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა 1. დაუშვებელია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში. 2. დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. ზსდ სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. დასაქმებულს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
დამტკიცებულია სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის 4 სექტემბრის N 6 სხდომაზე ________ხელმოწერილია___________ თავმჯდომარე: ლ.მიქაძე 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ფინანსური გეგმა ამოცანა აქტივობა თანხა ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი ამოცანა N1 ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივობა N 1 სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება 39300 ლარი მიმდინარე რემონტი აქტივობა N 2 სკოლის შენობაში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება 39300 ლარი მიმდინარე რემონტი აქტივობა N3 ინვენტარის და სხვა მასალების შეძენა/შეკეთება (საჭიროებისამებრ, მათ შორის მერხები, სკამები, დაფები, მედიკამენტები) 1820 ლარი მცირე საოფისე ტექნიკა აქტივობა N4 ინფექციის პრევენციის მიზნით საჭირო მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შეძენა 4020 ლარი ოფისისათვის საჭირო საგნები და მასალები აქტივობა N5 სკოლის ეზოს კეთილმოწყობა 39300 ლარი მიმდინარე რემონტი ამოცანა N2 საგანმანათლებლო რესურსების მომარაგება აქტივობა N 1 წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება 1020 ლარი ჟურნალ-გაზეთები აქტივობა N 2 ქიმიის ლაბორატორიაში დამონტაჟებული დაზიანებული ჰაერის გამწოვი სპეციალური კარადის შეკეთება. საექსპერიმენტო კათედრის მოძველებული დაზიანებული ზედაპირის შეცვლა. 3300 ოლარი სხვა ხარჯები აქტივობა N3 ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტების შევსება ცდების ჩატარებისათვის აუცილებელი მასალებით მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა 3300 ლარი სხვა ხარჯები აქტივობა N4 ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა. 39300 ლარი მიმდინარე რემონტი აქტივობა N5 სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო რესურსების, თვალსაჩინოებების შეძენა და მათი პერიოდული განახლება 8000 ლარი საკანცელარიო ხარჯები