ქუთაისი, ჯავახიშვილის 21
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 175
- Available places
- 0
- SEN capacity
- 18
- Available SEN places
- 16
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, რუსთაველის №127
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. სკოლის ხედვა: თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლებით, ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიური და სიღრმისეული ათვისებით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით 7 წლის პერსპექტივაში STEM მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების მუდმივი მზაობა. ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ისეთ ღირებულებებით, როგორიცაა: • პროფესიონალიზმი • თანამშრომლობა • ტოლერანტობა • ბავშვთა უფლებების დაცვა • ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება • ღიაობა • უსაფრთხოება გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებით: 1. უპირველესია ბავშვის სიყვარული; 2. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; 3. მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; 4. მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; 5. მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; 6. ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; 7. გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს; 8. ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; 9. ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; 10. მნიშვნელოვანია, მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; 11. ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; 12. ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
სსიპ-ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სტრუქტურა
2022 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა (გადადით სკოლის ვეგ-გვერდის ბმულზე)