Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი რგანი

Register ID#703
Students71
Teachers19
Buildings1
School profile

General information

Principal
მაია მეგრელი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
22/11/2023
Authorization end
22/11/2032
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, სოფელი რგანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტებს: „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა“ და ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ. სკოლის მისია ემსახურება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ასევე ისეთი აქტიური პიროვნების აღზრდას, რომელსაც შეეძლება პრობლემის დამოუკიდებლად იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების მოძებნა, სწრაფი და უმტკივნეულო ადაპტაცია ცვალებად სამყაროში.შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც უზრუნველყოფს მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას. შესაბამისად ისეთი მოქალაქის აღზრდას, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს. სკოლის ხედვა ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში მდგომ მოსწავლეზე, მის განვითარებასა და მიღწეულ შედეგებზე. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეს საჭირო ცოდნა, დაუმკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და მიეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ღირებულებები • ხარისხზე ორიენტირება- ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისი განათლების ხარისხი. • თანამშრომლობა- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის. • სამართლიანობა- სკოლაში მიღებული გადაწყვეტილებები არის საჯარო ობიექტური და სამართლიანი. • სოციალური პასუხისმგებლობა- სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სოციალურ პროექტში, თანამშრომლობენ თემთან.

Structure1 additional item

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, საგნობრივი კათედრები, დირექცია-ადმინისტრაცია, შტატგარეშე ერთეული.

Documents

სტრუქტურა.pdf18/01/2024 14:16:01 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლამ წინა წლების გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავა სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია. აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ხდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. შემუშავებული მეთოდოლოგია ემყარება ხუთ ძირითად ეტაპს: • ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი • მიღებული ინფორმაციის გადახედვა • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა • სამოქმედო გეგმის შემუშავება • მონიტორინგი და ანალიზი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი • სასკოლო საზოგადოებისაგან ინფორმაციის მიღება სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შესახებ. (ანკეტირება) • სკოლაში არსებული შიდა და გარე მარეგულირებელი დოკუმენტაციის დამუშავება. • სკოლის დირექცია აქტიურად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, რადგან მათგან მიიღოს რეკომენდაციები და რჩევები აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით. • შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებისთვის გამოიყენება SWOT ანალიზი, აღნიშნული მეთოდი ეხმარება სკოლას განსაზღვროს ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. ძლიერი მხარეები • საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება . • დისციპლინა და გამორჩეული სასკოლო კულტურა • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცე • საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი წიგნადი ფონდი და უსაფრთხო გარემო • მართვა კრიზისულ სიტუაციებში • მოსწავლეთა ძლიერი თვითმმართველობა და აქტიური სასკოლო ცხოვრება. • წარმატებულ კურსდამთავრებულთა დიდი რაოდენობა • მოტივირებული პერსონალი • სსსმ მოსწავლეებისთვის სატანადო სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა და ინფრასტრუქტურული გარემო. • სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა • პერსონალის განვითარებასა და წახალისებაზე მუდმივი ზრუნვა • დამხმარე პერსონალი სუსტი მხარეები • საერთაშორისო კონტაქტების არარსებობა • საჭიროებათა კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი • მონიტორინგის სისტემა • მშობელთა ჩართულობა • მოსწავლეთა ნაწილში სუსტი მოტივაცია შესაძლებლობები • მშობელთა ჩართულობის მიზნით პროექტების განხორციელება. • სწავლების და შეფასების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენება • რეგიონის სკოლებთან თანამშრომლობის გაძლიერება გამოცდილების გაზაიარების მიზნით • სხვადასხვა საგანმანათლებლო, მათ შორის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა საფრთხეები • შესაძლებელია ყველა მშობლები მაქსიმალურად არ ჩაერთოს სასკოლო პროექტებში. • მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება • მიგრაცია თემში • შეგროვებული ინფორმაცია და ანალიზი ეფუძნება გასული სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხს მიღებული ინფორმაციის გადახედვა • მისია წარმოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას • სკოლის ხედვა არის ის ძირითადი მიმართულებები რომლითაც გავდივართ სკოლის მისიაზე. • სტრატეგიული განვითარების გეგმა გამომდინარეობს სკოლის ხედვიდან, ხოლო სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით სკოლა შეიმუშავებს ერთ წლიან სამოქმედო გეგმას • ერთწლიანი სამოქმედო გეგმა აკონკრეტებს ერთი წლის განმავლობაში განსახორციებელ პროცესებს რომელიც კავშირშია სტრატეგიულ მიზნებთან. სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა სკოლის სტრატეგიული მიზნების განსაზღვრისას გათალისწინებული იქნება სკოლის მისია , ხედვა და სახელმწიფო პოლიტიკა. სკოლის ადმინისტრაცია შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიას და წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს. საბჭოზე ერთობლივი განხილვისა და უკუკავშირის გათვალისეინებით ფორმირდება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი. შვიდწლიან სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით სკოლა შეიმუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელშიც გაწერილია წლის მანძილზე განსახორციელებელი ნაბიჯები, ვადები და პასუხისმგებელი პირები. სამოქმედო გეგმის შემუშავება სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზნებია: • სკოლაში პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, • სწავლა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, • სასკოლო კლუბების შექმა და მათთვის ხელშეწყობა, • სასკოლო საზოგადოების თემთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, • სტრატეგიული განვითარების გეგმამ განხორციელების პროცესში შესაძლოა განიცადოს ცვლილება, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.

Documents

სტრატეგიული განვიტარების გეგმა 123 (1).docx14/12/2023 13:44:02 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ჩვენი სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმა ნაწილია იმ მრავალწლიანი გეგმისა რომელიც ჩვენ გვაქვს შემუშავებული. სადაც მის შემუშავებამდე ვაკეთებდით იმის ანალიზს თუ განვითრების რა ეტაპზე იმყოფება სკოლა მოცემული მომენტისათვის, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და რა შეიძლება მივიჩნიოთ სკოლის საფრთხედ ან სიძლიერედ. მიგვაჩნია, რომ პროცესების სწორად დაგეგმვით სკოლის მართვითა და პასუხისმგებლობის სწორი და ეფექტური დელეგირებით, გუნდური მუშაობით, დემოკრატიული, ღია და გამჭირვალე ურთიერთობის დამკვიდრებითა და სწორი მენეჯმენტით შევძლებთ იმ დასახული გეგმების განხორციელებას მიმდინარე სასწავლო წელს რომლებიც გრძელვადიანი გეგმის ნაწილია.

Documents

2023-2024 ს.წ. სკოლის სამოქმედო გეგმა.docx14/12/2023 13:37:47 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება“ ფარგლებში, რომელსაც კურირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ყოველწლიურად ან ყოველი სემესტრის ბოლოს სკოლა მშობელთა განცხადებების საფუძველზე საჭიროებისა და ყველა კრიტერიუმების გათვალისწინებით რეისების დამატების ან გაუქმების მოთხოვნით მიმართავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. სკოლაში ბუფეტისთვის გამოყოფილი ფართი მოწესრიგებულია და შესაბამისობაშია მის ფუნქციისთვის განკუთვნილ ნორმებთან. ამჟამად კვების ობიექტი არ ფუნქციონირებს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ სკოლას დაწყებული აქვს პროცესი ბუფეტის ამუშავების მიმართულებით, კერძოდ, აუდიტის მიერ მიმდინარეობს ბუფეტის ფართის შეფასება მისი ღირებულების დადგენის მიზნით, რათა მოხდეს შემდგოში აღნიშნული ფართის გაიჯარება. სხვა არასავალდებულო მომსახურება სკოლაში არ ხორციელდება, რადგან არ ყოფილა ამის საჭიროება. არასავალდებულო მომსახურების საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში სკოლას აქვს მზაობა გააატაროს შესაბამის ღონისძიებები.

Documents

ტაბელები_0001.pdf18/01/2024 15:28:54 · 5.11 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სკოლა ქცევის წესების დასარეგულირებლად იყენებს სკოლის შინაგანაწესს.

Documents

შინაგანაწესი.pdf18/01/2024 14:17:35 · 0.3 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

Documents

სკოლის ფოტოები2_compressed (2).pdf18/01/2024 15:14:26 · 1.19 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

სკოლის ბიუჯეტის ამსახველი მასალა.

Documents

ფინანსები.docx18/01/2024 14:39:06 · 2.18 MB
Download documents on EMIS