ჭიათურა, სოფელი ნავარძეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი ნავარძეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
.სკოლის მისია ¬ მისია სკოლის მისიაა აღზარდოს ისეთი მოქალაქე, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს. სკოლა ეფუძვნება განათლების სისტემისათვის ფუნდამეტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, ეროვნულ სასწავლო გეგმას და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ. სკოლის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსი. სწორედ ამიტომ, მოსწავლის მიზანია მოსწავლის შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. სკოლის მისიაა დაეუფლონ მოსწავლეები, კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რაც ხელს შეუწყობს მათი დასახული მიზნების და თანამედროვე საზოგადოებაში სრულფასოვანი პიროვნებების ჩამოყალიბებას. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური განმავითარებელი უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლის მიზანია იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნული ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება რომელიც საქართველოს მომავალ თაობას მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს, გახდის კონკურენტუნარიანს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას. აღზრდის თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად. ხედვა ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ღირებულებები • გუნდური მუშაობა • პროფესიონალიზმი • ღიაობა • თანასწორობის დაცვა
სკოლის სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
სკოლას აქვს მხარდაჭერის სერვისები ტრანსპორტის სახით
სკოლის შინაგანაწესი.
ინფრასტრუქტურა
სკოლის ფინანსები