Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა

იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი მერევი

Register ID#694
Students33
Teachers19
Buildings2
School profile

General information

Principal
ეკატერინა ღუღუნიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ჭიათურა, სოფელი მერევი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
15
Available places
12
SEN capacity
2
Available SEN places
2

ჭიათურა სოფელი გუნდაეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
10
Available places
10
SEN capacity
1
Available SEN places
1
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია დაგეგმვა-ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგიული მიმართულება, განსაზღვრული ამოცანები და მიზნები. ამოცანების მისაღწევად საჭიროა მეთოდების,სტრუქტურების,სისტემებისა და პროცესების შემუშავება და დადგენა. სკოლა ქმნის დოკუმენტალურად დადასტურებულ განაცხადს, ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიისა და ამოცანების თაობაზე, აღნიშნულ დოკუმენტს ხშირად ,,ხარისხის პოლიტიკის სახელმძღვანელოს“ ვუწოდებთ და იგი აღწერს იმ პროცეს რომელსაც ვხვდებით ორგანიზაციაში, აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრული უნდა იყოს სკოლის მისია, სტრუქტურა და პროექტი, რომელსაც სკოლა მომხმარებელს (მოსწავლეებს და მასწავლებლებს) სთავაზობს, სკოლამ აუცილებლად უნდა შეადგინოს დოკუმენტი ორგანიზაციურ ფასეულობებზე, რაც ქმნის ორგანიზაციულ კულტურას,მაგალითად: გუნდური მუშაობის პრინციპები, პატიოსნება და კეთილსინდისიერება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ეროვნული ტრადიციები, რომელზედაც დაყრდნობილი იქნება მოსწავლეთა აღზრდა. ჩართული იქნება სკოლა, ადმინისტრაცია, პედაგოგები საზოგადოების ყველა წევრი(მშობლები). მისიაში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მომავალი თაობის მიზნები, საფუძვლიანი ზოგადი განათლება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მიმართულება გახდეს კონკრეტულუნარიანი, სრულყოფილად მიიღოს სამოქალაქო განათლება, გაიაზროს და გააცნობიეროს სახელმწიფო პოლიტიკა, ესმოდეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მმართვის დემოკრატიული პრინციპები, რომ თითეული მათგანი გახდეს ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე. სკოლის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი უნდა ზრუნავდეს, მოსწავლის პიროვნულ, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე. პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, მოსწავლეები ერთმანეთისაგან ნიჭით და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამრიგად პედაგოგის ფუნქცია მათში ნიჭისა დაძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის პირობების შექმნაა საჭირო. სკოლამ ინდა იზრუნოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გრძნობის განვითარებისათვის, აუცილებელია: მათი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან აქტივობაში ჩართვა, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს ასწავლის დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილ სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას. პედაგოგის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, პედაგოგის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა ცხოვრებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და მათთვის სათანადო პირობების შექმნისაკენ, აქედან გამომდინარე მიაღწიოს წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.

სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა