ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხიხაძირი მე-3 ქუჩა №7
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ხიხაძირი მე-3 ქუჩა, №7
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა: უახლოესი ათწლეულის მიმდინარეობისას სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით განახორციელებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება; 7. ინოვაციურობა.