ხულო, სოფელი საციხური
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი საციხური
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელისშეწყობა. სკოლის ხედვაა- სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლია არის მუდმივ განვიტარებაზე ორიენტირებული სკოლა სწავლა სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს მოაზროვნე ეროვნული და შემოქმედი ინფორმირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი აქტიური თაობის აღზრდას. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სკოლა საგნების სწავლა-სწავლების სასკოლო პროექტების სპორტული და სახელოვნებო აქტიობების(მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) ხელს უწყობს: ა)მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვიტარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; ბ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; დ)გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; ე) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების სწავლას; გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
მოკლე ინფორმაცია სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 8 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექთნის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი, ცხრილი განთავსებულია ფოიეში. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე სკოლის მაშტაბით იმართება ღონისძიებები ბულინგთან დაკავშირებით. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 2 დამლაგებელი, რომლებიც არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, პერსონალის მონაცემთა დაკავშირებით გვაქვს მშობელთა, თანამშრომელთა და მოსწავლეთა თანხმობები. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა სწავლებას ახორციელებს სამივე საფეხურზე: 1.ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური ზოგადსაგანმანატლებლო პროგრამა 2.ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საბაზო განათლების დასრულების ატესტატს. 3.ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საშუალო განათლების დასრულების ატესტატს.