Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლა

აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ქედლები

Register ID#660
Students62
Teachers22
Buildings3
School profile

General information

Principal
თენგიზ მეხეშიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
26/12/2023
Authorization end
26/12/2032
First grade admission

Current capacity information

ხულო სოფელი ქედლები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
30
Available places
25
SEN capacity
3
Available SEN places
3

ხულო სოფელი ზედა ქედლები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
3
Available SEN places
3

ხულო სოფელი ქვედა ქედლები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის ფილოსოფია სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის ფილოსოფია ( მისია, ხედვა და ღირებულებები) ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რაც წარმოადგენს განაცხადს, რომ: სკოლა ზრუნავს შექმნას უსაფრთხო გარემო, ზრუნავს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე , რომ შექმნას მოსწავლისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად უსაფრთხო გარემო, ზრუნავს განუვითაროს უნარები და მისცეს ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მის თვითრეალიზებას, რათა საკუთარი ადგილი ნახოს საზოგადოებაში, რომელიც სამომავლოდ სარგებლის, სტაბილურობისა და წარმატების მომტანი იქნება საკუთრივ მისთვის და ქვეყნისთვის. 2030 წლისთვის სკოლის ხედვაა, რომ მოსწავლეები დაეუფლებიან ფუნქციურ/პრაქტიკულ უნარებს, შეძლებენ საერთაშორისო დონის კვლევებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, რითაც ისინი მოიპოვებენ საკუთარ ადგილს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, გახდებიან პროფესიონალი სპეციალისტები და კონკურენტუნარიანები საერთაშორისო დონეზე. სკოლის მისია და ხედვა შემუშავდა სკოლის დირექციის, სკოლის ლიდერი მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. მისია სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლის მაღალი ხარისხი, ურთიერთთანამშრომლობა, პროფესიული ზრდა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა. კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვით მოსწავლეებს მივცეთ თვითრეალიზების შესაძლებლობა, მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება როგორც საკუთარი, ასევე, საზოგადოებისა და ქვეყნის სტაბილურობისა და წარმატებისთვის. ხედვა 2030 წლისთვის სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლეები დაეუფლებიან ფუნქციურ/პრაქტიკულ უნარებს, შეძლებენ საერთაშორისო დონის კვლევებისა და პროექტების დაგეგმვა - განხორციელებას, რითაც ისინი მოიპოვებენ საკუთარ ადგილს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, გახდებიან პროფესიონალი სპეციალისტები და კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით. სკოლა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები, რომელთაც გადავცემთ თაობებს; • ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ და სხვათა ღირსებას; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, თანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღება და გუნდური მუშაობის პრინციპი; • ჩვენ ვიცავთ პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სანდოობა; • სასკოლო პოზიტიური გარემო, რომელსაც ვქმნით ურთიერთპატივისცემით, მორალური ღირებულებებისა და ეთიკის ნორმების დაცვით; პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება სასწავლო პროცესი : სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის დირექცია, სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით, ზრუნავს სასწავლო პროცესისთვის შექმნას ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემო და დაიცვას ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო შემდეგი პრინციპები: • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

Documents

N1 შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (1).pdf09/11/2023 13:34:28 · 0.31 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf09/11/2023 13:27:14 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

N1 შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (1).pdf09/11/2023 13:35:40 · 0.31 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ქედლების საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf09/11/2023 13:31:51 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლის მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სერვისები: სავალდებულო საგანი (საგნობრივი ჯგუფების მიხედვით); სკოლაში ყოველწლიურად ხორციელდება დამრიგებლების მიერ კრებებზე ზეპირი განცხადებები, რომ სკოლა გამოთქვამს მზაობას დამატებითი არასავალდებულო ხასიათის მომსახურებაზე მათი სურვილის შემთხვევაში, როდესაც განცხადებით მიმართავენ დირექციას. სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურების გაწევა ხორციელდება ნებაყოფლობითობის პრინციპით, მართვის კოლეგიალურ ორგანოსა და მომსახურების მიმღებთან შეთანხმებული წესითა და პირობებით და ემსახურება მოსწავლის განვითარების ხელშეწყობას; სკოლა არასავალდებულო ხასიათის მომსახურების ინიციატივის არსებობის შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ზომებს. სადამრიგებლო პროგრამა; სკოლის სადამრიგებლო პროგრამის მიზანია მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვანი , აქტიური, ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. დამრიგებელი მოსწავლის მრჩეველია და ვალდებულია მის სადამრიგებლო კლასში, ზრუნავდეს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებაზე. იგი ეხმარება მოსწავლეს აკადემიური და სხვა პრობლემების გადაჭრაში, ასევე, შესაძლებლობების აღმოჩენაში. სხვადასხვა სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ასრულებს შუამავლის როლს მშობელთან, მოსწავლესთან ან პედაგოგებთან ურთიერთობაში. ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის სოციალურ ურთიერთობების განვითარებას მათ ჩამოყალიბებას ღირსეულ, განათლებულ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებად. დამრიგებელი კლასში ატარებს სკოლის სტრუქტურების მიერ შემუშავებულ პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმას. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად იცავს სასწავლო რეჟიმს. ეწევა აღმზრდელობით საქმიანობას. აკეთებს კლასის კალენდარს, აწყობს ექსკურსიებს და სხვადასხვა ღონისძიებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსწავლის შესახებ მიიღება დამრიგებელთან შეთანხმებით, გარდა საგანგებო სიტუაციებისა, როდესაც გადაწყვეტილების მიუღებლობა საფრთხეს უქმნის კონკრეტული მოსწავლის ან სხვა პირების უსაფრთხოებას. დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:  დამრიგებელსა და მოსწავლეებს შორის კონსტრუქციული დამოკიდებულებაა;  მოსწავლეთა თავისუფალი დრო სწორად არის ორგანიზებული;  მოსწავლეები იცნობენ და იცავენ მოსწავლის ეთიკის ნორმებს;  მოსწავლეები იცნობენ და ასრულებენ სკოლაში ჩაცმისა და ქცევის წესებს.  მშობელი ჩართულია სასკოლო აქტივობებში და პასუხისმგებლობით და პატივისცემით ეკიდება სკოლის ძირითად პრინციპებს და რეგულაციებს;  დამრიგებელი ვალდებულია კლასში განახორციელოს სხვადასხვა აღმზრდელობითი პროგრამა.  დამრიგებელი ვალდებულია, საჭიროებისამებრ ესგ-ს მიხედვით ჩაატაროს „კლასის საათი“. სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.  დამრიგებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სკოლის დირექციას კლასში წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ.  დამრიგებელი ვალდებულია მშობლებამდე და/ან კანონიერ წარმომადგენლამდე დაიყვანოს მოსწავლის ყველა დისციპლინარული გადაცდომა და დისციპლინარული სახდელი;  დისციპლინარული სახდელი უნდა აღსრულდეს განსაზღვრულ დროში. დისციპლინარული სახდელის შესახებ ინფორმირებულია სასწავლო პროცესის ყველა მონაწილე (მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები).  დამრიგებელი ვალდებულია დროულად და კორექტულად შეავსოს სკოლის დირექციის მიერ შემუშავებული სპეციალური სადამრიგებლო ფორმები;  ყოველი სემესტრის ბოლოს, დამრიგებელი აკეთებს კლასის აკადემიური და დისციპლინარული მიღწევების ანალიზს, შეიმუშავებს გაუმჯობესების სტრატეგიას; სკოლაში დამრიგებელი უნდა აწარმოებდეს სადამრიგებლო პორტფოლიოს სადაც ასახული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:  ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, ამ გეგმის მონიტორინგი, ანალიზი და საბოლოო ანგარიში;  სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები (მოძრაობა, წარმატებები, ექსტერნისა და საშემოდგომო გამოცდები და სხვ.);  მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები;  სემესტრული შეფასების სასკოლო ფორმა და ამის მიხედვით გაკეთებული მოსწავლეთა რეიტინგები;  მოსწავლეთა დისციპლინარული სახდელები და მათი მონიტორინგი.  "დამრიგებლის საათის" ამსახველი დოკუმენტაცია;  საკლასო და/ან სასკოლო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (ფოტოები, ნახატები, ვიდეო, ოქმები და სხვ); პორტფოლიოს მიხედვით სკოლაში დამრიგებლების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით შეიქმნება კონკურენტული გარემო წლის საუკეთესო დამრიგებლის გამოსავლენად. წლის საუკეთესო დამრიგებელი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: • კლასში შექმნილია კეთილგანწყობილი, მეგობრული, ტოლერანტული გარემო;' • მოსწავლეები საკლასო და/ან სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები; • მოსწავლეები აღწევენ აკადემიურ წარმატებებს, რაც გამოიხატება ნიშნების ზრდის დინამიკაში. • ქმნის სწავლებისთვის მაღალ მოტივაციას; • იცავს ყველა მოსწავლის უფლებას. არა ჰყავს კლასში რაიმე ნიშნით გამორჩეული მოსწავლე (ფავორიტი და/ან მოსწავლე რომელზეც ახდენს ზეწოლას). ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ და ასაკობრივ თავისებურებებს; • იცავს მის კომპეტენციაში შემავალი სასკოლო ინფორმაციის კონფიდენციალობას (ინფორმაცია მოსწავლის სოციალური მდგომარეობის, შეფასების, პრობლემების და ა.შ.). ამ საკითხებს განიხილავს ინდივიდუალურად მშობელთან ერთად და აცნობებს დირექციას. • ხელს უწყობს მ

Documents

სასკოლო-სასწავლო კურიკულუმი 2023 (AutoRecovered).pdf09/11/2023 13:33:02 · 1.36 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები.pdf09/11/2023 13:33:03 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

InfrastructureText information

სკოლა უზრუნველყოფს საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით; შესაბამისობის გეგმით განსაზღვრულ ვადაში: 24.11.2023-15.09.2024- უზრუნველყოს საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა სოფელ ქვემო და ზემო ქედლებში განთავსებული კორპუსის მოსაწვლეებისათვის. (სპორტული დარბაზი და მოედანი, სკოლის კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა.) დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; შესაბამისობის გეგმით განსაზღვრულ ვადაში: 10.11.2023-15.09.2024 - მოაწყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერტილი 2. შესაბამისობის გეგმით განსაზღვრულ ვადაში: 10.11.2023-15.09.- 2024 - უზრუნველყოს ტრანსპორტირების გზით სოფელ ქვემო და ზემო ქედლებში განთავსებული კორპუსის მოსაწვლეებისათვის და მასწავლებლებისთვის .დაწესებულების ინფრასტრუქტურა და მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები/ მატერიალური რესურსები ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი კომპიუტერულ, ი ლაბორატორია,)ხელმისაწვდომობა

Finances1 additional item

სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლა მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე არის მცირე კონტინგენტიანი, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი დეფიციტურია. მიუხედავად ამისა, სკოლას აქვს საკუთარი ეკონომიკური შემოსავლები, რაც კომუნალური ხარჯების უპრობლემოდ დაფარვის საშუალებას იძლევა.

Documents

საშტატო განრიგი.pdf21/12/2023 11:37:41 · 0.04 MB
Download documents on EMIS