ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძიმითი(კოხა)
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 5
- Available places
- 4
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, სოფელი ძიმითი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მისია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს თითოეულის ჩვენგანისთვის წარმატების თანაბარ შანსს. იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს, გახდის კონკურენტუნარიანს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას, აღზრდის თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა სკოლის სტრატეგიული გეგმა სტრატეგია I სკოლის მართვის დემოკრატიული სისტემის განვითარება მიზნები და ამოცანები: 1. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე დაფუძნებული სკოლის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა. 1.1 სკოლის განახლების საკონსულტაციო საბჭოს შექმნა 1.2 სკოლის სტრუქტურის განსაზღვრა. 2. ნორმატიული სამართლებრივი მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება. 2.1 სამოქმედო გეგმის შემუშავება; 2.2 სკოლის შინაგანაწესის შემუშავება; 2.3 სკოლის წესდების შემუშავება; 2.4 სკოლის ხედვის მისიის, კოდექსის სემუშავება; 2.5 შიდა სასკოლო მონიტორინგის პრინციპების შემუშავება; 2.6 სკოლის შეფასების პრინციპების შემუშავება; 2.7 მასწავლებელთა თანამდებობრივიო ინსტრუქციების შემუშავება ; 2.8 დოკუმენტების მიღების და გადახედვის ინსტრუქციის შემუშავება; 2.9 საკადრო პოლიტიკის პრინციპების განსაზღვრა ; 2.10 საქმისწარმოების დებულების შემუშავება; 3. რესურსების მართვის ხარისხების გაუმჯობესება. 3.1 შეფასების, ანაზღაურების, წახალისებისა და კარიერული ზრდის ეფექტური სისტემის შექმნა; 3.2 ფინანსური და მატერიალურირესურსების ეფექტური და რაციონალური განკარგვა; 3.3 დამატებითი რესურსების მოზიდვის უზრუნველყოფა. 4. საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემის შექმნა. 4.1 სკოლის მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება; 4.2 ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის გამართული სისიტემის შექმნა; 4.3 სკოლის ი.ს.ტ. ხელმისაწვდომობა. 5. სკოლის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. 5.1 ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება; 5.2 სკოლის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა; სტრატეგია II. სწავლა –სწავლების ხარისხის ამაღლება: მიზნები და ამოცანები: 1. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა; 1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება; 1.2 კლასგარეშე და საკლუბო მუშაობის ორგანიზება და განვითარება; 1.3 სასწავლო რესურსების განახლება და გამოყენება სწავლებაში; 1.4 მოსწავლეთა დისციპლინის უზრუნველყოფა. 1.5 დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების უზრუნველყოფა. 2. მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. 2.1 სკოლის ბაზაზე პედაგოგთა უწყვეტი განვითარების სისტემის შექმნა; 2.2 მასწავლებელთა შეფასების რეიტინგულ–დაგროვებითი სისტემის შემუშავება; 2.3 მეთოდური და პროფესიული ლიტერატურის მუდმივი განახლება–შეძენა. სტრატეგია III. უსაფრთხო და ჯამრთელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. მიზნები და ამოცანები: 1. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფა. 1.1 მატერიალური რესურსების განახლება და ეფექტური გამოყენება; 1.2 კვების ბლოკის მოწყობა; 1.3 სპორტული დარბაზის მოწყობა, აღჭურვა; 1.4 სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია. 1.5 სკოლის ეზოს შემოღობვა. 1.6 სანიტარულ–ჰიგიენური კვანძების მოწყობა; 1.7 მატერიალური რესურსების ინვენტარიზაცია; 1.8 სასკოლო ინვენტარის განახლება. 1.9 სკოლის ბიბლიოთეკის განახლება; 1.10 საკლასო ოთახების კეთილმოწყობა. 2. 2. მატერიალური და ადამიანური რესურსების უსაფრთხოება. 2.1 საავარიო–სახანძრო, საევაკუაციო სისტემის გამართვა; 2.2 შენობის, მატერიალური რესურსების დაცვა.