ჩოხატაური, სოფელი სამება
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 24
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი სამება
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია ჩვენ მივისწრაფით ხარისხზე ორიენტირებული სკოლის ჩამოყალიბებისაკენ, ცხოვრების დონის მოთხოვნილებების ზრდის შესაბამისი განვითარებისაკენ და გვჯერა, რომ გვეყოლება განათლებული, კანონმორჩილი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ტოლერანტი, მაღალი ღირსებისა და იდეალების მქონე, წარმატებული ცხოვრებისათვის მომზადებული თაობები. სკოლის ხედვა სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის ხედვა მიმართულია სწავლა- სწავლების ხარისხზე , მოსწავლეზე ორიენტირებულ პრინციპებზე დაყრდნობით. სკოლის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით. ხელი შეეწყობა მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენას და განვითარებას. აღიზრდება მაღალი ღირსების, იდეალებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად და შეძლებს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში ღირებულებები 1. სამართლიანობა;( სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.სამართლიანობა მიიღწევა ერთმანეთის მოსმენით, გამჭვირვალე გარემოს შექმნით, ადამიანის მთავარი ღირებულებების (სიტყვის თავისუფლება , საკუთარი აზრის დაფიქსირება) პატივისცემის გზით. 2. მონაწილეობითი მართვა; (სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. სასკოლო საზოგადოების ყველა სუბიექტი იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. 3. ღიაობა/გამჭვირვალობა; (სასკოლო საზოგადოების მუშაობა დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე, ინფორმაციის გამჭვირვალობაზე სხვადასხვა გზით, ანგარიშვალდებულებებით. 4. თანასწორობა;( სკოლის საზოგადოებისა და მოსწავლეთა მშობელთა თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას). 5. ინიციატივების მხარდაჭერა და მიმღებლობა ( სასკოლო საზოგადოება მხარს უჭერს თითოეული სუბიექტის შემოქმედებითობას, ინიციატივებს პროექტების შემუშავებაში,, ხელს უწყობს კრეატიული იდეების განხორციელებას, სხვადასხვა უნარებზე დაფუძნებული მიმართულებების მხარდაჭერას)
სტრუქტურული ერთეულები 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი.
სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის 2024- 2031 წ.წ. სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს ის სტრატეგიული მიმართულებები, გეგმები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს 7 წლის განმავლობაში. სტრატეგიული გეგმა გაწერილია 2024-2031 სასწავლო წლებზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და განვითარებისთვის. გეგმის განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზანს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით და დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების ზემოქმედების SWOT(სიძლიერე -სისუსტე ) ანალიზს. სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ემსახურება სრული ზოგადი განათლების უზრუნველყოფას. ის ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.
სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლოოო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ: ა) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში; ბ) ექიმი / ექთანი; გ) საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლა ორსართულიანია.შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური წყალმომარაგებით, გათბობით, ელექტრომომარაგებითა და საკანალიზაციო სისტემით. სკოლის ტერიტორიაზე დგას დამხმარე შენობა, სადაც განთავსებულია გათბობის ქვაბის შენობა. საერთო ფართი 7998კვ. მეტრია. სკოლის მთელ ტერიტორიას ფარავს უკაბელო ინტერნეტის სისტემა. საკლასო ოთახები აღჭურვილია კლასის საფეხურის შესაბამისი მერხებითა და სკამებით, დაფებით, კარადებითა და სხვა საჭირო ინვენტარით , რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტურობას. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, კომპიუტერული ტექნიკის ლაბორატორია, გეოგრაფიის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი, სარეკრეაციო სივრცეები. სკოლის ეზოში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი. სკოლის გარემო უზრუნველყოფს მოსწავლის სწავლისა და განვითარებისათვის კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს.სასკოლო საზოგადოებას აქვს საშუალება ისარგებლონ სკოლის ყველა მატერიალური რესურსითა თუ სივრცით. შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, რესურსოთახით . სკოლას არ აქვს სააქტო დარბაზი, ამიტომ სკოლის საზოგადოება ღონისძიებეისთვის იყენებს რეკრეაციულ სივრცეს. სკოლას აქვს საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ბუფეტი მოსწავლეთა კვებისთვის. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, მაგრამ არ გვყავს ბიბლიოთეკარი. გვაქვს შესაბამისი ლიტერატურა. მიუხედავად ამისა , გამოყოფილია პიროვნება , რომელიც საჭიროებისამებრ აწვდის შესაბამისს სერვისს სასკოლო საზოგადოებას. სკოლაში არსებობს სამკითხველო, გარე სპორტული მოედანი, სარეკრეაციო სივრცე. სკოლის შემოსასვლელში განთავსებულია საქართველოს დროშა, გერბი და ჰიმნი. სკოლის ეზოში აღმართულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშა. სკოლას არ აქვს სააქტო დარბაზი პროექტებისა და ღონისძიებებისათვის , მაგრამ გამოყენებულია ფოიე, ბიბლიოთეკის ოთახი და საკლასო ოთახები. საკლასო ოთახებსა თუ დერეფნების კედლებზე და სივრცეებში ეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს აძლევს საშუალებას განახორციელონ სოციალური, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები. სკოლა ამ მიზნით აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სასკოლო ინვენტარით : მუსიკალური ცენტრით, დინამიკით, პროექტორით, პიანინოთი.