Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა

გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი კოხნარი

Register ID#620
Students60
Teachers18
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა ახალაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
09/06/2026
Authorization end
09/06/2035
First grade admission

Current capacity information

ჩოხატაური, სოფ.კოხნარი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში , განუვითაროს ისეთო კომპეტენციები ,რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი,წიგნიერი,კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში, რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. სკოლის ღირებულებები  ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე;  დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის.  თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.  თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას.  სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში.  კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები.  ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად.  მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე.  მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.  ინკლუზია - ყველა მოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა.

StructureText information

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

Strategic planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია შ ე ს ა ვ ა ლ ი სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის 2024-2031 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში 2024-2025 სასწავლო წლიდან. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს :  სკოლის მისიას , ხედვას და ღირებულებებს  მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს:  სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას  დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას.  მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT)შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისია სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი , წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ძირითადი მიზნებია  ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება თანამედროვე სამყაროში  უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება;  მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება; სკოლის ღირებულებები  ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე;  დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის.  თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.  თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას.  სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში.  კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები.  ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად.  მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე  მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.  ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა.  ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.

Annual action planPlan and performance report

Documents

2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.docx21/12/2025 20:34:46 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ:  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში;  ექიმი / ექთანი;  საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;  კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი