ოზურგეთი, სოფ. ჭანიეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, სოფელი ჭანიეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის სტრუქტურა
სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. მასში მოცემულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან, სკოლის მისიიდან და მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას. სკოლას გააჩნია რიგი ვალდებულებები მონიტორინგის თვალსაზრისით, კერძოდ ხდება ყოველდღიური აღრიცხვა.აღრიცხვის ფორმა კი მიეწოდება სატრანსპორტო კომპანიას. თუმცა სკოლა არ აფორმებს ხელშეკრულებას და არ აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ექვემდებარება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნას და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას. მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ეხება მოსწავლეებს. სკოლის თანამშრომლებმა და და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოსწავლეების მიერ შესრულება.
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლა აღჭურვილია სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით.
სკოლის მთავარ ფინანსურ რესურსს ვაუჩერული დაფინანსება წარმოადგენს.