ოზურგეთი, სოფელი თხინვალი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, სოფელი თხინვალი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია თანამედროვე, შემოქმედებითი, უსაფრთხო, დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი, ცხოვრებისთვის მომზადებული, ცოდნით, სასიცოცხლო უნარჩვევებით აღჭურვილი ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ა ღზრდა. ხედვა -ჩვენი გამორჩეული უნარი არის მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწარაფვა და ეროვნულ, საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა. მომავალი თაობისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა ,რაც 2030 წლისათვის ჩვენ სკოლას დაუმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის ღირებულებები :ჩვენს მიერ არჩეული მისიის და ხედვის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები და ახასიათებდეთ: ა) პროფესიონალიზმი ბ) სიახლეების მიმღებლობა გ) ღიაობა და სანდოობა დ) ტოლერანტობა ე) გუნდური კულტურა ვ) ეფექტური კომუნიკაცია
სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი.
სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად. მიმართულება N1. პირველი მიმართულება ესაა სასკოლო მენეჯმენტის გაუმჯობესება, რათა სკოლის მომსახურება პასუხობდეს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს. 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში მოხდა სკოლის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავება/დაზუსტება, კერძოდ სკოლის დირექციის ჩართულობით პედსაბჭომ შეიმუშავა სასკოლო სასწავლო გეგმა საგნობრივი კურიკულუმებით, შემუშავდა სკოლის საშტატო ერთეულების თანამდებობრივი აღწერილობები(აქამდე თანამდებობრივი მოვალეობები მხოლოდ ხელშეკრულებებით რეგულირდებოდა), შემუშავებულ იქნა ხარისხის მართვის დოკუმენტი, კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიის დოკუმენტი, სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები, რამაც საშუალება მისცა სკოლის ადმინისტრაციას უფრო გეგმაზომიერად წარემართა მისი საქმიანობა, ხოლო სკოლაში მიმდინარე პროცესები გეგმაზომიერი და დროში გაწერილი გახდა. სკოლასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელშეკრულებების გადახედვა კანონმდებლობასთან სესაბამისობის დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სკოლის პერსონალთან დადებული ხელშეკრულებები შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, აგრეთვე მოხდა პერსონალის პირადი საქმეების მოწესრიგება. გარკვეულწილად მოხდა ადმინისტრაცია-პერსონალის პროფესიული საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი ინტერვენციების ორგანიზება, კერძოდ ხაზინაში გადასვლასთან დაკავშირებით დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის ბუღალტრის გადამზადება, თუმცა გაწეული საქმიანობა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ჯგუფმა არასაკმარისად შეაფასა, რადგან სკოლის პერსონალს კიდევ ბევრი მიმართულებით აქვს განვითარების საჭიროება და ამ მიმართულებით სკოლის დირექციას გამოსანახი აქვს გზები, რადგან სკოლა დეფიციტურია და ფინანსების ნაკლებობას განიცდის. მიმართულება N2. სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება: ინფრასტრუქტურა თხინვალის სკოლის ძლიერი მხარეა, თუმცა swot ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, როგორიცაა ლაბორატორიის ინვენტარით უზრუნველყოფა. ლაბორატორიაში არ იყო სადემონსტრაციო მაგიდა და კარადა. საჭიროების დადგენიდან მალე მოხდა მათი შეძენა სკოლის მიერ. შემდეგ ეტაპზე იგეგმება ფიზიკის, ქიმია/ბიოლოგიის, ელექტრო ინჟინერიის კომპლექტების და ქიმიური რეაქტივების შეძენა. ასევე, გამოიკვეთა ახალი საჭიროებები, კერძოდ სახანძრო უსაფრთხოების პირობების შემოწმებისას გამოვლინდა ხარვეზები. გაკეთდა შესაბამისი მიმართვები მუნიციპალიტეტის მერიისა და ესიდას სახელზე. 3.სტრატეგიული მიმართულება - მშობელთა ჩართულობა - სკოლამ სტრატეგიულ გეგმაში ერთ-ერთ მიმართულებად მშობელთა ჩართულობა განსაზღვრა. კლასის დამრიგებლების მიერ განხორციელდა სამუშაო შეხვედრები, სადაც მშობლებს გაეცნოთ სკოლის ფასეულობები, სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებები, სკოლის შინაგანაწესი. მართალია მშობლების დიდი ნაწილი გასულია ოჯახებიდან, მაგრამ მესენჯერ ჯგუფების საშუალებით მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სკოლის პედაგოგებთან. აღსანიშნავია მშობელთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში -სადღესასწაულო თუ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებში. მიმართულება N4. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება: სკოლა ახორციელებს კომპლექსურ მიდგომას სასწავლო პროცესის ეფექტიანობისა და აკადემიური სტანდარტების ასამაღლებლად. სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას. პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ პროფესიულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვასა და სწავლების ხარისხის სტაბილურ ზრდას. წარმატებით ხორციელდება სპეციალური საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლეების სასწავლო პროცესში ინტეგრირება. სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზე, რაც გამოიხატება: • აკადემიური პროგრესის მუდმივ მონიტორინგში; • მშობელთა რეგულარულ ინფორმირებასა და მათთან მჭიდრო კომუნიკაციაში; • სასწავლო გეგმების ადაპტირებაში მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად სწავლის ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოტივაციისთვის სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი და ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. ეს ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარების განვითარებას, ემსახურება მშობლიური ენის ფლობის დონისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებას.სკოლა წარმატებით მონაწილეობს ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტებში, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. პერიოდულად ორგანიზებული იტელექტუალური ტურნირები ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებასა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლო-სადამრიგებლო დარგებში. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება. სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო პროცესი მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.
სკოლა მუდმივად უწევს მხარდაჭერას მოსწავლეებს პროფესიისა და კარიერის დაგეგმვაში. კლასის ხელმძღვანელი ან საგნის მასწავლებელი მოსწავლეს უწევს პროფესიულ კონსულტაციას შესაძლებლობების, უნერებისა და მიდრეკილებების გამოვლენის მიზნით. სკოლა ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან პროფესიული ორიენტაციის მიზნით. მაგ: სკოლა 2021-2022 სასწ3ავლო წლის განმავლობაში მოიპოვა საგრანტო სერთიფიკატი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან. „პროფესიული ორიენტაციის პროგრამა -პლათფორმა prof-orient.edu.ge”, რომლის მიზანიც იყო აბიტურიენტებისთვის აპრობირებული მოდელის გაზიარება პროფესიის არჩევის პროცესში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად! სკოლაში პროფესიის არჩევის პროცესში ჩართულია ასევე სპეც. მასწავლებელი, რომელიცინტერესებიდან გამომდინარე, აცნობს კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობას. მიაწვდის ინფორმაციას სსსმ მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის შესახებ, დაეხმარება პროფესიის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
მოკლე ინფორმაცია მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. რაც შეეხება აპელაცის, მოსწავლეს შეუძლია საჩივრით ან პრეტენზიით მიმართოს დამრიგებელს, დირექცია და მოსწავლეთა უსაფრთხორბაზე პასუხისმგებელ პირს.
სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლაში მოწყობილია პანდუსები ეტლით მოსარგებლეებისათვის, ადაპტირებული საპირფარეშო , სკოლაში არის ლიფტი რაც შეუზღუდავს ხდის შშმ პირების სართულებზე გადაადგილებას. სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი სსსმ პირებისთვის, რომლის ინფრასტრუქტურული გარემო შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს. იგეგმება, რომ მომავალში რესურსოთახის ინფრასტრუქტურა გამდიდრდება და გადახალისდება მოსწავლეთა საჭიროებებისა და უნარების შესაბამისად. ფუნქიონირებს ცეკვის წრე "ახალსაყდარი" და ხალხური შემოქმედების წრე, სადაც სწავლობენ ფანდურზე დაკვრას. ყოველწლიურად ხდება რესურსების განახლება და ზრუნვა სსსმ მოსწავლეთა კომფორტული გარემოს შესაქმნელად. 4..ზემოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ეზოში და დერეფნებში დამონტაჟებული ვიდეოთვალები, ასევე სკოლის ეზოს ულამაზესი ნარგავები, რომელთა მოვლა-პატრონობა სხვადასხვა კლასებმა სურვილისამებრ დაინაწილეს, ქმნის მიმზიდველ გარემოს და საშუალებას იძლევა სკოლა ჩამოყალიბდეს სოციო-კულტურულ სივრცედ.
სკოლის დაფინანსება ხდება მოსწავლეთა ვაუჩერით. .სკოლას აქვს ფინანსური რესურსების მართვის სისტემა. კერძოდ, ფინანსური რესურსების ხარჯვა ხდება სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით. ხარჯვა ხდება მიზნობრივად, ხარჯების მუხლობრივი კლასიფიკაციით. ასევე ხდება წლის ფინანსური ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის. spa.ge-ზე იტვირთება ხელშეკრულებების ანგარიშები.