Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა

გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, სოფ. ხაჯალია

Register ID#574
Students161
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ხათუნა აფხაზავა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/09/2025
Authorization end
05/09/2034
First grade admission

Current capacity information

ლანჩხუთი, სოფ. ხაჯალია

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერებით აღვზარდოთ კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, გარემოსდაცვით კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებზე სათანადო რეაგირების მქონე გლობალურად მოაზროვნე მოქალაქე, რომელიც შეძლებს თვითრეალიზაციასა და თავის დამკვიდრებას კონკურენტულ გარემოში. ხედვა: ჩვენი სკოლა ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერებით 2032 წლისთვის იქნება ეროვნულ დონეზე აღიარებული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს რეალური ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და აღზრდის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან, კრიტიკულად მოაზროვნე, გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე პატრიოტ პიროვნებას, რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ღირებულებები: სკოლა მუდმივად ზრუნავს საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნისა და განვითარებისათვის და ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული მხარეების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. პასუხისმგებლობა: სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს გააზრებული აქვს საკუთარი როლი, ფუნქცია და მოვალეობები. თანამშრომლობა: ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებასა და გათვალისწინებას. ტოლერანტობა: სასკოლო საზოგადოება ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს განსხვავებული მსოფლმხედველობის მიმღებლობას.

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს, ექთანს,ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ და სააპელაციო კომიტეტებს.

Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.pdf04/07/2025 14:02:27 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf04/07/2025 14:02:22 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლა, სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადების თაობაზე ბრძანებას ათავსებს სკოლის საინფორმაციო დაფაზე, სკოლის ოფიციალურ ვებგვერდსა და სკოლის სოციალურ გვერდზე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია ელექტრონულია. I ეტაპი - სსსმ მოსწავლეების ელექტრონული რეგისტრაცია, რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. II ეტაპი - რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი, ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია. IV ეტაპი - III ეტაპის დასრულების შემდეგ, განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და/ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

Documents

სკოლაში არსებული კლუბები.pdf05/04/2025 00:11:29 · 0.16 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, ამორიცხვის, სტატუსის შეწყვეტის და შეჩერების წესი.pdf05/04/2025 00:11:29 · 6.91 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს. 4. სკოლაში უზრუნველყოფილია შინაგანაწესის ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.

Documents

შინაგანაწესი.pdf24/03/2025 21:26:02 · 8.01 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances3 additional items

დირექტორის ანგარიში, სკოლის ბიუჯეტი, შესყიდვების გეგმა.

Documents

დირექტორის 10 დეკემბრის ანგარიში.pdf03/04/2025 11:45:40 · 4.42 MB
ბიუჯეტი.pdf03/04/2025 11:45:40 · 1.37 MB
შესყიდვების გეგმა.pdf03/04/2025 11:45:40 · 1.33 MB
Download documents on EMIS