Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა

გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, სოფ. ნიგვზიანი

Register ID#564
Students197
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ამირან დობორჯგინიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
15/12/2023
Authorization end
15/12/2032
First grade admission

Current capacity information

ლანჩხუთი–ნიგვზიანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია, ხედვა და ღირებულებები სკოლის მისია სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მისიაა STEM საგნების ფორმალური და არაფორმალური სწავლებით, პოზიტიურ სასწავლო გარემოში აღვზარდოთ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე წარმატებული, ღირსეული, დამოუკიდებელი, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე, კანონმორჩილი მოქალაქე. ხედვა ჩვენი სკოლა იქნება ეროვნულ დონეზე აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აღზრდის STEM საგნებით შეძენილი პირობისეული ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ, გლობალურად მოაზროვნე, კონკურენტუნარიან, სამყაროს უკეთესობისკენ შემცვლელ მომავალ თაობას. ღირებულებები • ღიაობა და გამჭირვალობა - უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; • ობიექტურობა - შეფასებები დაფუძნებულია ესგ-ზე და სკოლაში არსებული პრინციპებით გამორიცხულია შეფასების სუბიექტურობა; • თანამშრომლობა/გუნდურობა - სასკოლო საზოგადოების საქმიანობა, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, მიმართულია საერთო მიზნისკენ ; • კანონმორჩილება -სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან; • განვითარება და ინოვაცია - სკოლის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ხდება პროგრესისაკენ მიმართული ცვლილებების დანერგვა. სკოლა ღიაა სიახლეებისათვის.

Documents

მისია,ხედვა,ღირებულებები.pdf15/11/2023 09:59:46 · 0.59 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი.

Documents

პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი_0001.pdf15/11/2023 10:49:54 · 6.8 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა.pdf08/11/2023 09:50:11 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf15/11/2023 10:22:16 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Programs and support services5 additional items

მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურები პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04/ნ ბრძანების თანახმად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სსსმ მოსწავლეები და მშობლის მომართვის საფუძველზე იგზავნება მოთხოვნა მოსწავლის შეფასების შესახებ. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სტატუსი. მეორე ეტაპზე ირიცხებიან მოსწავლეები რომელთა და-ძმა სწავლობს მიმღებ სკოლაში ან მშობელი არის დასაქმებული. ხოლო მესამე ეტაპზე ე. წ. საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ registration.emis.ge ვებგვერდის გამოყენებით. დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება კანონით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის შემთხვევაში მშობლის განცხადების საფუძველზე ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხდება მომართვის დადასტურება და მოსწავლის ჩარიცხვა/ამორიცხვა. რაც შეეხება აღიარების შედეგად მოსწავლის ჩარიცხვას, მშობლის მომართვის საფუძველზე სკოლა ამზადებს დასკვნას თავსებადობის შესახებ და აწვდის მშობელს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. მიღებული აღიარების დოკუმენტის თანახმად და მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება მოსწავლის ჩარიცხვა. ხოლო განსხვავებული საგნების დასაძლევად მოსწავლე აბარებს ექსტერნის გამოცდებს. სტატუსის შეჩერება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე (საზღვარგარეთ გადასვლა; რომლებსაც თავის მხრივ სხვა ვალდებულებები მოყვება, როგორიცაა რეფერირება მანდატურის სამსახურის სოციალურ მუშაკის. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მშობელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მის შვილს შეუჩერდა სტატუსი. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური, საშემოდგომო და ექსტერნის გამოცდის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მშობლები იღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება: პირისპირ შეხვედრები, სატელეფონო კომუნიკაცია, სოციალურ ჯგუფებში კომუნიკაცია. მშობლებთან მათი შვილის მოსწრების, საფეხურის დაძლევის და პიროვნული თვისებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. შექმნილია ბრძანებით ისგ ჯგუფები; პერიოდულად ხდება სსსმ მოსწავლეების ისგ-ების განხილვა და შეფასება; დოკუმენტები ინახება როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, ასევე დირექციაში. მობილობით მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის განცხადებისა და ელ. დასტურის საფუძველზე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს 3 ტიპის პროგრამას: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ზემოთ აღნიშნული წესით. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Documents

საჯაროობის ხელშემწყობი მექანიზმი.pdf15/11/2023 10:19:37 · 0.1 MB
მოსწავლეთა-ჩარიცხვის-საფეხურის-დაძლევის-მობილობის-სტატუსის-შეჩერებისა-და-შეწყვეტის-წესი-1.pdf15/11/2023 11:04:33 · 0.15 MB
კლუბი ,,თვალსაწიერი,,.docx15/11/2023 11:11:41 · 0.09 MB
კლუბი პინოქიო-დებულება.docx15/11/2023 11:11:41 · 0.02 MB
სამოქალაქო განათლების კლუბის-დებულება.docx15/11/2023 11:18:16 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 4. სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.

Documents

სკოლის შინაგანაწესი.pdf15/11/2023 10:09:43 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances3 additional items

2022-2023 სასწავლო წლის ბიუჯეტი.

Documents

ბიუჯეტი 2023.pdf15/11/2023 11:19:06 · 0.35 MB
დირექტორის ანგარიში_0001.pdf20/11/2023 14:02:41 · 4.62 MB
შესყიდვების გემა.pdf20/11/2023 14:02:42 · 1.25 MB
Download documents on EMIS