Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა

გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, სოფ. ლესა

Register ID#561
Students146
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
თინათინ გოგელია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
15/12/2023
Authorization end
15/12/2032
First grade admission

Current capacity information

ლანჩხუთი, სოფ. ლესა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
12
SEN capacity
3
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია: თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით უსაფრთხო, ინოვაციურ , ინკლუზიურ, ჯანსაღ სასწავლო გარემოში მოსწავლეებს შევუქმნათ დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლების მისაღებად საუკეთესო გარემო და აღვზარდოთ დღევანდელ სწრაფადცვლად სამყაროში ჯანმრთელი, კონკურენტუნარიანი, წარმატებული, ეროვნული ინტერესების მატარებელი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, ტოლერანტი, პატრიოტი მოქალაქე . ხედვა: ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან ჯანსაღ, ინკლუზიურ , უსაფრთხო, ინოვაციურ სკოლაში, სადაც ყველა მოსწავლე არის აღიარებული., ბედნიერი, აგრძელებს და იცავს სკოლის სპორტულ ტრადიციებს, არიან პატრიოტები, ტოლერანტები, მათ აქვთ მაღალი სტანდარტით მიღებული განათლება, რომელიც ეხმარება დამოუკიდებლად აირჩიონ პროფესია და მომავალ სწრაფად ცვლად, ციფრულ სამყაროში დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში და იზრუნონ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ სკოლა მშობლების , თემის და საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანიზაცების ჩართულობით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: სკოლის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: სკოლა უზრუნველვყოფს, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: სკოლა ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის, კონსტრუქციულად განიხილოს სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები და ორიენტირება მოახდინოს პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: სკოლის მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სკოლა სისტემატურად აფასებს თავის საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გეგმავს განვითარების ინოვაციურ გზებს. სკოლა არ ერიდება სიახლეების დანერგვას.

Structure2 additional items

სკოლის პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი.

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf26/09/2023 10:21:04 · 0.07 MB
სკოლის-ადამიანური-რესურსების-მართვის-პოლიტიკა.pdf27/11/2023 09:45:00 · 2.17 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf13/11/2023 09:56:49 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა!!!.pdf13/11/2023 09:54:54 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support services6 additional items

მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურები პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04/ნ ბრძანების თანახმად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სსსმ მოსწავლეები და მშობლის მომართვის საფუძველზე იგზავნება მოთხოვნა მოსწავლის შეფასების შესახებ. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სტატუსი. მეორე ეტაპზე ირიცხებიან მოსწავლეები რომელთა და-ძმა სწავლობს მიმღებ სკოლაში ან მშობელი არის დასაქმებული. ხოლო მესამე ეტაპზე ე. წ. საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ registration.emis.ge ვებგვერდის გამოყენებით. დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება კანონით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის შემთხვევაში მშობლის განცხადების საფუძველზე ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხდება მომართვის დადასტურება და მოსწავლის ჩარიცხვა/ამორიცხვა. რაც შეეხება აღიარების შედეგად მოსწავლის ჩარიცხვას, მშობლის მომართვის საფუძველზე სკოლა ამზადებს დასკვნას თავსებადობის შესახებ და აწვდის მშობელს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. მიღებული აღიარების დოკუმენტის თანახმად და მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება მოსწავლის ჩარიცხვა. ხოლო განსხვავებული საგნების დასაძლევად მოსწავლე აბარებს ექსტერნის გამოცდებს. სტატუსის შეჩერება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე (საზღვარგარეთ გადასვლა; რომლებსაც თავის მხრივ სხვა ვალდებულებები მოყვება, როგორიცაა რეფერირება მანდატურის სამსახურის სოციალურ მუშაკის. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მშობელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მის შვილს შეუჩერდა სტატუსი. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური, საშემოდგომო და ექსტერნის გამოცდის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მშობლები იღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება: პირისპირ შეხვედრები, სატელეფონო კომუნიკაცია, სოციალურ ჯგუფებში კომუნიკაცია. მშობლებთან მათი შვილის მოსწრების, საფეხურის დაძლევის და პიროვნული თვისებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. შექმნილია ბრძანებით ისგ ჯგუფები; პერიოდულად ხდება სსსმ მოსწავლეების ისგ-ების განხილვა და შეფასება; დოკუმენტები ინახება როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, ასევე დირექციაში. მობილობით მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის განცხადებისა და ელ. დასტურის საფუძველზე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს 3 ტიპის პროგრამას: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ზემოთ აღნიშნული წესით. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Documents

მოსწავლეთა-ჩარიცხვის-საფეხურის-დაძლევის-მობილობის-სტატუსის-შეჩერებისა-და-შეწყვეტის-წესი-1.docx08/11/2023 15:10:27 · 0.06 MB
კლუბი-სხივი.docx14/11/2023 11:14:33 · 0.05 MB
სამ.გან-კლუბი-ერთობა.docx14/11/2023 11:14:33 · 0.03 MB
სპორტული კლუბი.pdf20/11/2023 09:56:31 · 0.09 MB
კლუბი ინტელექტი-სამოქმედო-გეგმა.docx20/11/2023 09:56:31 · 0.03 MB
გიორგი-ლომაძის-სახელობის-სტიპენდია-დებულება.docx06/12/2023 15:15:54 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მუხლი 24. დისციპლინური წარმოება 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. 3. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 4. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 5. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ. 8. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. მუხლი 25. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა 1. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; ბ) საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს. გ) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; დ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; ე) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ვ) მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ზ) მოსწავლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა, გარდა მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მოსწავლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, თ) მოსწავლის / დასაქმებულის პირად ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემა ი) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა კ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ლ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა; მ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; ნ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება; ო) მოსწავლის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა; პ) სამსახურში დაგვიანება ან გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის გაუფრთხილებლად დატოვება; ჟ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა; რ) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება ან ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილზე დაგვიანება, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება. ს) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა; ტ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა; 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისა, დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა უსაფრთხოების წესის ნორმების დარღვევა, მათ შორის: ა) საგანგებო სიტუაციების დროს: ა.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს: ბ.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/სკოლის დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თვითდაზიანების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს კლასის დამრიგებლის/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის ქონის დროს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანის, რეალიზაციის, სკოლის ტერიტორიაზე მოხმარების ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს:

Documents

შინაგანაწესი.pdf29/09/2023 15:33:16 · 11.43 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

დამტკიცდეს სსიპ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილი სახით.( ს.ს. ოქმი # 5-9.12)

Documents

ბიუჯეტი 2023 წლის.xlsx29/09/2023 15:31:02 · 0.03 MB
Download documents on EMIS