ხელვაჩაური, სოფელი განთიადი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი ზედა განთიადი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია უსაფრთხო, პოზიტიური, სწავლის მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი ლაღი, მოაზროვნე, მაძიებელი, თავდაჯერებული, მიღებული და დაფასებულია, სადაც სწავლა სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით სავსე პროცესია წარმატების მისაღწევად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბებთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. პრიორიტეტად ვსახავთ არაფორმალურ განათლებას, პროექტულ სწავლებას, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვას, დემოკრატიული ღირებულებების ამაღლებას სკოლის ხედვა სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სკოლის ღირებულებები: უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და კარგი ურთიერთობები მშობლებთან, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა სწავლებაში, კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა, გლობალურ პროცესში ინტეგრაცია, საზოგადოების მაღალი ჩართულობა. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.