ხელვაჩაური, სოფელი სარფი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 16
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 2
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი სარფი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია - სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა ზრუნავს აღზარდოს ისეთი მოქალაქე, რომელიც დაიცავს ეროვნულ ინტერესებს, ტრადიციებს. იქნება კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური. შევუქმნით ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღ გარემოს, რათა შეეძლოს დაიცვას კულტურული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მოქალაქის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. ხედვა - სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად ესმის, რომ სოფელი სარფი არის ერთადერთი სოფელი საქართველოში, სადაც კომპაქტურად დასახლებული ლაზები ცხოვრობს, თვითმყოფადი კულტურით, ტრადიციებით და ენით, ამიტომ ვზრუნავთ შევინარჩუნოთ, ვასწავლოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს ლაზური ენა, ფოლკლორი, ტრადიციები. ვიზრუნოთ ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად. სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს კარგად ესმის, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი. ამიტომ სკოლა ზრუნავს დიფერენცირებული სწავლების ხელშეწყობაზე, რათა თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი პროგრესი. სკოლა მიმართილია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ხელს შსეუწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის, სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანამშრომლობა, ტოლერანტობა.
სარფის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები: დირექტორი ← სამეურვეო საბჭო → მოსწავლეთა თვითმართველობა დირექცია: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი. ↓ პედადოდიური საბჭო → კათედრები ადმინისტრაცია: 1. საშტატო: საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; ბიბლიოთეკარი; სპეციალური მასწავლებელი. 2. არასაშტატო: დამლაგებელი; დარაჯი.
სკოლის შვის წლიანი სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი 2023-2030 შვიდწლიანი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის SWOT ანალიზი და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: 1. ახალი პროგრამების განვითარება და განხორციელება 2. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება 3. ადამიანური რესურსის განვითარება 4. კოლეგიური მმართველობის გაძლიერება 5. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა 6. მოსწავლეთა მხარდაჭერა სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სარფის საჯარო სკოლაში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 2 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 3 ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან, ცდილობს მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში. მშობლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა იყენებს ყველა რესურს: მშობელთა კრებებს, სოციალურ ქსელს, FaceBook პროფაილს, სადაც სკოლა განათავსებს სასკოლო ცხოვრების ყველა აქტივობას, ონლაინ შეხვედრებს, ასევე გამოყოფილია კვირაში ერთი დღე, პარასკევი, როდესაც დღის განმავლობაში მშობელს შეუძლია სკოლაში მოსვლა და გასაუბრება პედაგოგებთან. სკოლა აქტიურადაა ჩართული USAID -ის პროგრამაში, შექმნილია სამოქალაქო კლუბი „გზა“, ასევე სკოლაში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის გუნდი.
სკოლაში ქცევის წესები 1. დილით ვესალმებით ერთმანეთს. 2. გაკვეთილზე, შევდივართ დროულად. 3. გაკვეთილზე ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს და კლასელებს. 4. განსხვავებულ აზრს ყვირილის გარეშე ვაცნობთ მსმენელებს. 5. გაკვეთილის ბოლოს ვიწერთ დავალებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვტოვებთ საკლასო ოთახს. 6. შესვენებისას დერეფანში მშვიდად ვმოძრაობთ, სირბილის გარეშე. 7. კაფეტერიაში, ვიცავთ რიგს და სიმშვიდეს. 8. წასვლისას ვემშვიდობებით ერთმანეთს მოსწავლე ვალდებულია: 1 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები; 2 იყოს დისციპლინირებული; 3 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4 დაემორჩილოს მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და დაცვის სამსახურის წევრთა მითითებებს; 5 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები; 6 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში; 7 ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი 8 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მოსწავლეს უფლება აქვს: 1 მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; 2 ჩარიცხულ იქნეს ტესტირების შედეგების მიხედვით სკოლის შესაბამის კლასში; 3 ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით; 4 ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით; 5 მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; 6 გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ; 7 იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; 8 სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება; 9 უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით; 10 მიიღოს დამატებითი, (მ.შ. ფასიანით) საგანმანათლებლო პირობები; 11 მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფორმით; 12 გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; მოსწავლეს ეკრძალება: 1. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა: 2. სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება; 3. გაკვეთილებზე დაგვიანება; 4. გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა; 5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა; 6. სიგარეტის მოწევა; 7. სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება; 8. სკოლაში საღეჭი რეზინის მოხმარება, მზესუმზირის შემოტანა; 9. სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება.