Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური

Register ID#543
Students651
Teachers35
Buildings1
School profile

General information

Principal
მზიური შავაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
01/11/2023
Authorization end
01/11/2032
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
75
Available places
25
SEN capacity
8
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მათ თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეებს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებან შრომით საქმიანობაში), რისთვისაც სკოლა იღებს ვალდებულებას • ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე, სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. • შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემო, სადაც თანასწორობის პრინციპების დაცვით თითოეული პირი (მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი) მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას. • განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში.

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა

Documents

სკოლის სტრუქტურა -.pdf02/07/2026 09:57:34 · 0 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf18/10/2023 11:58:47 · 0.53 MB
სტრატეგიული გეგმა სალიბაური1.pdf30/06/2025 18:39:10 · 0.91 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf18/10/2023 11:48:11 · 0.53 MB
ერთწლიანი სამოქმედო-გეგმა-სალიბაური1.xlsx30/06/2025 18:47:42 · 0.02 MB
სამოქმედო გეგმა - ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით.xlsx29/06/2026 13:08:24 · 0 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ეკო კლუბი, ტექნო კლუბი, კითხვის მოყვარულთა კლუბი და სხვა. სკოლას გააჩნია საკუთარი მიკროავტობუსი, რომელიც მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსებსა თუ აქტივობებში ტრანსპორტირებისთვის, ასევე სასკოლო საქმიანობაში საუკეთესო საშუალებაა.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები

Documents

სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის პროცედურების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტი.pdf19/04/2024 15:30:29 · 0.25 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

ფინანსური პროცესის მართვის დებულება

Documents

ფინანსური პროცესის მართვის დებულება.pdf19/04/2024 15:39:18 · 1.32 MB
Download documents on EMIS