Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური

Register ID#542
Students287
Teachers24
Buildings2
School profile

General information

Principal
სერგო ხოზრევანიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/12/2023
Authorization end
18/12/2032
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური.

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
14
SEN capacity
3
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური და მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც სწავლა საინტერესო თავგადასავალია წარმატების მისაღწევად. მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს ვუნერგავთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, ვეხმარებით გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება, ბუნებრივი პირობების დაცვა და დემოკრატიული ფასეულობების ამაღლება. განვახორციელებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თანამედროვე გამოწვევების მიმღები, პროგრესულად მოაზროვნე პროფესიული სტუდენტის უწყვეტ განათლებას.

Structure
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.pdf08/10/2023 15:28:27 · 0.29 MB
სტრატეგიული-განვითარების-შვიდწლიანი გეგმა.pdf03/07/2025 14:59:19 · 0.73 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf08/10/2023 15:29:31 · 0.28 MB
სამოქმედო გეგმა.pdf03/07/2025 15:04:00 · 0.13 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf03/12/2025 11:17:03 · 0.33 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 სამოქმედო გეგმის ანგარიში.pdf03/12/2025 11:17:03 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

უზრუნველყოფილია მოსწავლის სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებით, აკადემიური და პიროვნული მიღწევების გასაუმჯობესებლად; გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოსწავლისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, მობილობასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით; წახალისებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით, დამატებითი/არაფორმალური აქტივობები და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები; უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება, მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკების ჩართულობა. სკოლაში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 2 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 3 ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. კურიკულუმები: https://emis188-my.sharepoint.com/:f:/g/personal/khesalibauri2_mes_gov_ge/Eum4SLDLWxhFnMZ35KYy87wBivOSzd2iUCKqbQi5uIx_SQ?e=1Oa9KN

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლაში ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა გაწერილია N01-02/ 80 ბრძანებით. სკოლაში მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ სკოლის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება 1. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორის, ან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სკოლის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ; 2. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მენიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ; 3. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. 4. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლაში პერსონალის მიერ სკოლის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება 1. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორის, ან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის მასწავლებლის ან სკოლის ნებისმიერი სხვა პერსონალის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თითოეულ პირს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სკოლის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ; 2. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მენიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ; 3. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.; 4. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს შრომით სამართლებრივ საკითხებში მათი უფლებების დაცვისთვის მიმართოს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირს. 5. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Documents

Sinaganawasi skolis salibauri 2 sk.pdf08/10/2023 16:16:16 · 0.44 MB
სკოლის ბაზაზე საჩივრების განხილვის მექანიზმი სალიბაური 2.pdf03/07/2025 15:07:58 · 0.16 MB
Download documents on EMIS