Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი ქედქედი

Register ID#539
Students80
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
მზევინარ მუთიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/09/2025
Authorization end
05/09/2034
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფელი ქექდქედი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია: სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორენტირებული სწავლება .შესძინოს მათ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება,განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.ჩაუნერგოს ოჯახის,საზოგადოების,სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა ,აღზარდოს დამოუკიდებელი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება უზრუნველყოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებსა და ხარისხიანი განათლების მიწოდება. აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ფიზიკური უნიკალური შესაძლებლობები,როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების ინტეგრირებით და დაეხმაროს მათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში. მხარი დაუჭიროს პედაგოგთა საქმიანობის პროფესიულ კვალიფიკაციის ზრდას, მოსწავლეთა კონტიგენტის მატებას და იყოს კონკურენტუნარიანი სასწავლო დაწესებულება . ხელი შეუწყოს მშობელთა ჩართულობას და დანერგოს თანამშრომლობითი კულტურა როგორც პედაგოგებს, ასევე მშობელსა და მასწავლებელს შორის სკოლის მისიაა იმოქმედოს განათლების სფეროში აღიარებული ისეთი ღირებულებებით როგორიცაა: პროფესიონალიზმი,ღიაობა,უსაფრთხოება,თანამშრომლობა. სკოლის ხედვა: 2031 წლისათვის ქედქედის საჯარო სკოლა იქნება აჭარის მაშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის კერა, რომელიც უზრუნველყოფს, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ხარისხიან განათლების მიღებას, მაღალკონკურენტ უნარიან გარემოში მოსწავლეთა თვითრეალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას . იქნება ისეთი თანამშრომლობითი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი მხარს უჭერს მოსწავლეთა ინიციატივებსა და შესაძლებლობებს განავითარონ პიროვნული მისწრაფებები როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით. ჩვენი სკოლის ხედვაა მოსწავლეს ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, კულტურულ ფასეულობათა და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. ღირებულებები: უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ,მშობლებთან პოზიტიური თანამშრომლობითი დამოკიდებულება ,მოსწავლეთა 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივ კომპეტენციების ფლობა, ასევე მნიშვნელოვანია • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

სკოლის ფილოსოფია.pdf11/12/2024 10:37:24 · 0.21 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სკოლის სტრუქტურა წარმოდგენილია თანდართული PDF ფაილის სახით

Documents

შინაგანაწესი 2024.pdf24/03/2025 13:37:07 · 0.7 MB
სკოლის სტრუქტურა.pdf07/07/2025 12:13:31 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031.pdf19/12/2024 11:37:31 · 0.25 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf19/12/2024 11:37:34 · 0.35 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ბიო კლუბი, მათემატიკის კლუბი, და სხვა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საწრეო მუშაობა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების მიზნით სკოლას ემსახურება მიკროავტობუსები.

Documents

30-მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის,მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf06/02/2025 10:36:39 · 0.69 MB
29-მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმები.pdf06/02/2025 10:36:39 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები

Documents

31-სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის პროცედურების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტი.pdf06/02/2025 10:28:04 · 0.25 MB
Download documents on EMIS
Infrastructure