Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი მახო

Register ID#537
Students262
Teachers36
Buildings4
School profile

General information

Principal
დავით ნაკაშიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/10/2025
Authorization end
27/10/2034
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფელი მახო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
8
SEN capacity
4
Available SEN places
4

ხელვაჩაური სოფელი სიმონეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
2
Available SEN places
2

ხელვაჩაური სოფელი ზანაქედი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
2
Available SEN places
2

ხელვაჩაური სოფელი დავითაძეები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სკოლა ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით უსაფრთხო, ინოვაციური, ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნის გზით მიზნად ისახავს ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირებით მრავალმხრივ განვითარებული, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარით აღჭურვილი მოქალაქის აღზრდას. ხედვა სკოლა მუდმივად იქნება ორიენტირებული განვითარებაზე. აღიარებული იქნება საგანმანათლებლო სივრცეში ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებად. 2031 წლისათვის სკოლის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები ღირებულებები წარმოადგენს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის კულტურულ ნაწილს. განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: 1.ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; 2. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის , მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; 3. ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; 4. ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; 5. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; 6. სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; 7. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

Documents

სკოლის ფილოსოფია.docx25/03/2025 15:30:00 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები: დირექტორი ← სამეურვეო საბჭო → მოსწავლეთა თვითმმართველობა დირექცია: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი. ↓ პედადოდიური საბჭო → კათედრები ადმინისტრაცია: 1. საშტატო: ადმინისტრატორი: საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ბიბლიოთეკარი. 2. არასაშტატო: დამლაგებელი; დარაჯი, ექთანი.

Documents

მახოს საჯარო სკოლის სტრუქტურა - .pdf13/10/2025 12:27:49 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

მახოს საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031.docx25/03/2025 15:30:04 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025. მახოს საჯარო სკოლა.docx25/03/2025 15:30:09 · 0.06 MB
Download documents on EMIS

Documents

დანართი15. სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის 2024- 2025 სასწავლო წლის სემესტრული ანგარიში.docx04/04/2025 13:34:21 · 0.67 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 2 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 3 ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან, ცდილობს მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში. მშობლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა იყენებს ყველა რესურს: მშობელთა კრებებს, სოციალურ ქსელს, FaceBook პროფაილს, სადაც სკოლა განათავსებს სასკოლო ცხოვრების ყველა აქტივობას, ონლაინ შეხვედრებს, ასევე გამოყოფილია კვირაში ერთი დღე, პარასკევი, როდესაც დღის განმავლობაში მშობელს შეუძლია სკოლაში მოსვლა და გასაუბრება პედაგოგებთან.

Documents

მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf31/07/2025 18:35:43 · 0.22 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სკოლაში ქცევის წესები 1. დილით ვესალმებით ერთმანეთს. 2. გაკვეთილზე, შევდივართ დროულად. 3. გაკვეთილზე ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს და კლასელებს. 4. განსხვავებულ აზრს მშვიდად ვაცნობთ მსმენელებს. 5. გაკვეთილის ბოლოს ვიწერთ დავალებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვტოვებთ საკლასო ოთახს. 6. შესვენებისას დერეფანში მშვიდად ვმოძრაობთ, სირბილის გარეშე. 7. კაფეტერიაში, ვიცავთ რიგს და სიმშვიდეს. 8. წასვლისას ვემშვიდობებით ერთმანეთს მოსწავლე ვალდებულია: 1 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები; 2 იყოს დისციპლინირებული; 3 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4 დაემორჩილოს მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და დაცვის სამსახურის წევრთა მითითებებს; 5 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები; 6 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში; 7 ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი 8 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მოსწავლეს უფლება აქვს: 1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; 2. ჩარიცხულ იქნეს ტესტირების შედეგების მიხედვით სკოლის შესაბამის კლასში; 3. ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით; 4.. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით; 5. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; 6. გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ; 7 . იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; 8. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება; 9. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით; 10. მიიღოს დამატებითი საგანმანათლებლო პირობები; 11. მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფორმით; 12. გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; მოსწავლეს ეკრძალება: 1. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა: 2. სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება; 3. გაკვეთილებზე დაგვიანება; 4. გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა; 5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა; 6. სიგარეტის მოწევა; 7. სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება; 8. სკოლაში საღეჭი რეზინის მოხმარება, მზესუმზირის შემოტანა; 9. სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება.

Documents

მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf31/07/2025 18:50:08 · 0.22 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა დანართი N1 ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 1428 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 737400 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2023 წელთან შედარებით, 2024 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 636100 ლარი. მათ შორის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 8400 ლარი. 2024 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 580614 ლარს. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, 2023 წლის 01 დეკემბრის შემდეგ მცირედით გაიზარდა ბიუჯეტში იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 1500 ლარი. აღნიშნულმა შემოსავალმა სკოლას მისცა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა გარკვეული კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, ასევე შეძლო, სკოლისათვის შეეძინა საჭირო ინვენტარი და ავეჯი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ამჟამად იჯარით არის გაცემული შემდეგი ფართები: 1. 39 კვ.მ ფართი ცეკვის წრის ფუნქციონირებისათვის ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული მიზნობრიობით (წლიური შემოსავალი 1000 ლარი); 2. 18.8 კვ.მ ფართი კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით (წლიური შემოსავალი 810 ლარი); ასევე, სკოლა ჩართულია „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამაში და წარმატებით ახორციელებს პროექტი ჩემს გაკვეთილზე - ქვეპროგრამას, რისთვისაც ჩაერიცხა დაფინანსება ჯამში 9400 ლარის ოდენობით. აღნიშნული დაფინანსება მოხმარდა 3000 ლარი რესურსებს ხოლო 4650 ლარის გაეცა დანამატი პროექტის ხელმძღვანელებისათვის-ს. სულ ჯამში 2024 წლის განმავლობაში სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 647 000 ლარი, ხოლო ხარჯმა 647 754 ლარი. მათ შორის, სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 1500 ლარი, საიდანაც იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1500 ლარი. 2024 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). 2024 წლის 15 აპრილიდან განხორციელდა სკოლის ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადასვლა, რასაც სკოლამ წარმატებით გაართვა თავი. მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი იხარჯებოდა რაციონალურად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Documents

10 დეკემბრის ანგარიში ფინანსური საქმიანობის შესახებ 2024.doc05/04/2025 13:02:11 · 0.07 MB
Download documents on EMIS