ხელვაჩაური, სოფელი კირნათი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი კირნათი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ფილოსოფია სკოლის მისია სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის მისიაა: ✓ დავამკვიდროთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული უსაფრთხო, ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო;. ✓ შევძინოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავების, თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, ✓ აღმოვაჩინოთ თითოეულ მოსწავლეში შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ფიზიკური უნიკალური შესაძლებლობები,როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების ინტეგრირებით, ✓ ვიზრუნოთ მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლის ცნობადობის ზრდაზე, სასკოლო საზოგადოებასთან აქატიური თანამშრომლობით სკოლის ხედვა 2032 წლისათვის კირნათის საჯარო სკოლა იქნება აჭარის მაშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის კერა, რომელიც უზრუნველყოფს, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ხარისხიან განათლების დანერგვას, მაღალკონკურენტ უნარიან გარემოში მოსწავლეთა თვითრეალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას . იქნება ისეთი თანამშრომლობითი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი , თანადგომით, თანამშრომლობით, სიყვარულით და ერთგულებით. მხარს უჭერს მოსწავლეთა ინიციატივებსა და შესაძლებლობებს განავითარონ პიროვნული მისწრაფებები როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით. ჩვენი სკოლის ხედვაა მოსწავლეს ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, კულტურულ ფასეულობათა და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა სკოლის ღირებულებები: სსიპ-კირნათის საჯარო სკოლის ღირებულებებია უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ,მშობლებთან პოზიტიური თანამშრომლობითი დამოკიდებულება ,მოსწავლეთა 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივ კომპეტენციების ფლობა, ასევე მნიშვნელოვანია • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ თანამშრომლობისათვის. ღია ვართ კონსტრუქციულად დაინტერესებულ განვიხილავთ მხარეებთან სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის სტრუქტურა
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026
მხარდამჭერი სერვისები
მოსწავლის უფლებები და დაცვის მექანიზმები