ხელვაჩაური, სოფელი კაპრეშუმი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 10
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი კაპრეშუმი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მისია: ურთიერთზრუნვით, ურთიერთპატივისცემითა და თანამშრომლობით შევქმნათ უსაფრთხო, ინოვაციური, ინკლუზიური სასწავლო გარემო; თითოეულ მოსწავლეში აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ პიროვნული ნიჭი ( დაფარული უნარები ), ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირებითა და გაძლიერებით, მათი წარმატებული და ბედნიერი მომავლისთვის; ხედვა: სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად . ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად ესმის რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი, თანადგომით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. ისინი არიან სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალულნი. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურ განვითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ჩვენ ვცლით ჩვენს საქმიანობას ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
კაპრეშუმის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები: დირექცია: დირექტორი,დირექტორის მოადგილე,ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საშტატო: საქმისმწარმოებელი,ბიბლიოთეკარი.სპეციალური მასწავლებელი; არასაშტატო: დამლაგებელი,დარაჯი; სამეურვეო საბჭო; პედადოდიური საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა;
განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის N 3 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის N 3 სხდომაზე სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ადამიანური რესურსის განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ორგანიზაციული განვითარება. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა; სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა; სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. 2. ადამიანური რესურსის განვითარება პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება; აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა; ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება. 3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება; საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება; ფინანსური მდგრადობა. 4. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; უსაფრთხოების ნორმების დაცვა; უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა; მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში; მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა; მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება. 6. მოსწავლეთა მხარდაჭერა მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა; დამატებითი სერვისების განვითარება; მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. ორგანიზაციული განვითარება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სკოლის ცნობადობის გაზრდა; სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადება. 8.არაფორმალური განათლების გაძლიერება კლუბების მუშაობის გააქტიურება; სოციალური აქტივობები; ექსკურსიები; საქველმოქმედო აქციები; ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები; თეატრალური წარმოდგენები-სპექტაკლები; გარემოსდაცვითი ღონისძიებები-დასუფთავების, გამწვანების აქციები; სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების დაგეგმვა განხორციელება
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება 2. ადამიანური რესურსის განვითარება 3.მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება 4. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა 5.სასკოლო საზოგადოების ჩართულობა 6.მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება 7.ორგანიზაციული განვითარება
უზრუნველყოფილია მოსწავლის სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებით, აკადემიური და პიროვნული მიღწევების გასაუმჯობესებლად; გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოსწავლისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, მობილობასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით; წახალისებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით, დამატებითი/არაფორმალური აქტივობები და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები; უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება, მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკების ჩართულობა. სკოლაში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 2 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 3 ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ფიზიკის მოყვარულთა კლუბი, ინტელექტუალთა კლუბი, კითხვის მოყვარულთა კლუბი და თეატრალური დასი*ნიღბები*;
სკოლაში ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა გაწერილია N01-02/ 63 ბრძანებით. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.
სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა აშენებულია 2017 წელს და სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის იანვრიდან. შენობა ორ სართულიანია, ნაწილობრივ ადაპტირებული(სკოლას აქვს პანდუსები). სკოლა აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო სისტემით, სკოლას გააჩნია ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის ვირტუალური ლაბორატორია, წყალმომარაგება გამართულია; სკოლას გააჩნია კომპიუტერული ლაბორატორია, სპორტული დარბაზი. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა მხატვრული ლიტერატურის მდიდარი ფონდით, იქვე მოწყობილია სამკითხველო. სკოლას გააჩნია რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი;