Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი განთიადი

Register ID#525
Students144
Teachers19
Buildings1
School profile

General information

Principal
ქეთევან კომახიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფელი განთიადი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
13
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია ჩვენი სკოლის მისიაა აღვზარდოთ დემოკრატიული ღირებულებების მქონე პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი, ტოლერანტი, მიზანდასახული, გლობალურ გამოწვევებზე მოპასუხე, მედიაწიგნიერი, აქტიური მოქალაქე. დავამკვიდროთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული უსაფრთხო , ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო. აღმოვაჩინოთ თითოეულ მოსწავლეში შემოქმედებითი ,ინტელექტუალური შესაძლებლობები ,როგორც ფორმალური ისე არა ფორმალური განათლების ინტეგრირებით , ვიზრუნოთ მოსწავლეთა კონტიგენტისა და სკოლის ცნობადობის ზრდაზე სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით. ხედვა სკოლის ხედვაა 2032 წლისათვის სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობითა და ერთობლივი ზრუნვით შექმნას შესაბამისი გარემო მოსწავლეებისათვის, რომელიც იქნება დემოკრატიული ღირებულებებით აღჭურვილი, თანამედროვე, ინოვაციური, გლობალურ პროცესებში აქტიურად ჩართული, მრავალმხრივ განვითარებული საზოგადოების ინტერესების დამცველი მოქალაქე, რომელიც შეძლებს ახალი ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად ათვისებას მთელი ცხოვრების მანძილზე, მედიაწიგნიერების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის , ახალი ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად შეძენას და გამოყენებას. ღირებულებები ავტონომიურობა, პატივისცემა, კეთილსინდისირება, პასუხისმგებლიანობა, თანაბარი შესაძლებლობები, განვითარებაზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, ზრუნვა, ტოლერანტობა, ემპათია.

Documents

მისია, ხედვა, ღირებულებები 2026.docx15/12/2025 10:42:15 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

Documents

სკოლის სტრუქტურული ერთეულები_0001.pdf22/01/2026 11:59:42 · 18.4 MB
სკოლის სტრუქტურა განთიადის საჯარო სკოლა.pdf22/01/2026 11:59:44 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2025-2032.docx15/12/2025 11:21:51 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 განთიადის საჯარო სკოლა.pdf22/01/2026 12:00:26 · 0.31 MB
სასკოლო გეგმის შესრულების მონიტორინგი.xlsx20/03/2026 16:21:05 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ბიო კლუბი, მათემატიკის კლუბი, და სხვა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საწრეო მუშაობა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების მიზნით სკოლას ემსახურება მიკროავტობუსები.

Documents

მოსწავლეთა უფლებების რეგულაციების დაცვის შესახებ_0001.pdf22/01/2026 11:58:13 · 3.71 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ_0001.pdf22/01/2026 11:58:14 · 8.06 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

Documents

მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ_0001.pdf22/01/2026 12:01:42 · 8.06 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item