Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა

აჭარა · ხელვაჩაური · სოფელი ხელვაჩაური

Register ID#513
Students1,254
Teachers76
Buildings2
School profile

General information

Principal
შუშანა კონცელიძე-შარაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ხელვაჩაური, სოფ. შარაბიძეები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
9
SEN capacity
3
Available SEN places
3

სოფელი ხელვაჩაური

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
100
Available places
14
SEN capacity
10
Available SEN places
9
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშჭრომლობით ვქმნით უსაფრთხო, ინოვაციურ და ინკლიზიურ სასწავლო გარემოს. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა 2030 წლისთვის შედეგების მიხედვით უნდა იყოს რეგიონის საუკეთესო სკოლათა რიგში მოსწავლეთა აკადემიური, ემოციური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით.  სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა დირექცია - დირექტორი, მოადგილი I-II, ბუღალტერი. ადმინისტრაცია - საშტატო - მატერიალურ ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი, საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ადმინისტრატორი. არასაშტატო, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა.

Documents

სკოლის სტრუქტურა .pdf20/02/2024 11:05:19 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის შვიდ წლიანი სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf20/02/2024 14:03:52 · 0.08 MB
შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმის-ნიმუში-საჯარო-1.pdf20/02/2024 14:03:52 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; 2. სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; 3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; 4. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; 5. მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024.pdf20/02/2024 13:50:34 · 0.41 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ს.წ.pdf20/02/2024 13:50:34 · 0.32 MB
შინსწავლედანართი N7-iana qavTaraZe და ქეთი აბუსელიძე- 2022-2023 სასწავლო წელი (AutoRecovered).pdf10/04/2024 11:46:46 · 0.06 MB
დანართი N8.2 ინდ გეგმის ნიმუში 12 კლასი.pdf10/04/2024 11:46:46 · 0.3 MB
დანართი N6 - სახელმძღვანელოები 2023-2024.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.19 MB
დანართი N5 შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა 2022-2023.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.15 MB
დანართი N4 საათობრივი ბადე ქართულენოვანი სექტორი 2023-2024.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.18 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკები.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.21 MB
დანართი N2 დღის განრიგი.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.1 MB
დანართი N1 კალენდარი 2023-2024 საჯარო.pdf10/04/2024 11:46:47 · 0.1 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით სკოლის მეკარე ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას, რომელიც მიეწოდება მანდატურს, დამრიგებლებს და მშობლებს. სკოლა შემოსაზღვრულია ღობით, თუმცა სკოლის ღობე საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. სკოლია ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალები. ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. აგრეთვე სკოლაში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება სიმულაციური განგაში და იმიტირებული ევაკუაცია გეგმის მიხედვით. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ასევე აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შექმნილია მრჩეველთა საბჭო. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. ყოფილა შემთხვევა, როცა მოვიწვიეთ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგები კლასში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს შვიდი დამლაგებელი, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წყლით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ქალაქის მერიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სამომავლოდ ვგეგმავთ სკოლის გეგმარებასა და ინფრასტრუქტურაზე მორგებული დასუფთავებისა და გამართულობის შემოწმების გრაფიკის შემუშავებას. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, მატერიალური დოკუმენტაცია ინახება სკოლის არქივში, რომელიც დაცულია გისოსებით და ცხაურის კარით. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში,

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები. გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

Documents

შინაგანაწესი 2023-2024.pdf20/02/2024 14:03:33 · 0.26 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლა დემონტაჟს ექვემდებარება.

Finances3 additional items

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის ფინანსური მხარე

Documents

სამეურვეო საბჭოს ოქმი N8 - 2023-2024.pdf08/04/2024 13:08:48 · 0.18 MB
ხელვაჩაურის N1 სკოლის საშტატოს ცხრილი 2022 წ.xlsx08/04/2024 13:08:48 · 0.05 MB
ხელვაჩაური აჭარა ბიუჯეტი (1).xls08/04/2024 13:08:48 · 0.08 MB
Download documents on EMIS