Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა

აჭარა · შუახევი · შუახევი, სოფელი ხიჭაური, მე-2 ქუჩა, N3

Register ID#509
Students55
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ზემინარი ქათამაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
02/12/2024
Authorization end
02/12/2033
First grade admission

Current capacity information

შუახევი, სოფ. ხიჭაური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
45
Available places
44
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია სსიპ-შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა მოსწავლეთა აღზრდას ახორციელებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით. ხელს უწყობს თავისუფალი, დამოუკიდებელი მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუზნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა. სკოლა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას ჩამოუყალიბდეს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, აღიზარდოს კანონის პატივისმცემელ და ტოლერანტ მოქალაქედ. სკოლის ხედვა სსიპ- შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების , მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, თავისუფალი აქტიური თაობების აღზრდას და იგი 2030 წლისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში იქნება ერთ-ერთი სკოლა რომელსაც ექნება მუდმივი გაცვლითი პროგრამები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებთან, რომელიც იქნება გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და ტოლერანტი ადამიანის ჩამოყალიბებას. სკოლის ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერეებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები.pdf20/09/2024 16:27:18 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის სტრუქტურა

Documents

სტრუქტურა 2024 წ .pdf20/09/2024 16:53:36 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით.

Documents

შვიდწლიანი გეგმა.pdf03/07/2024 14:46:27 · 6.97 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა1.pdf20/09/2024 17:59:18 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლაში შექმნილია პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები: 1.ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; 2.მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა; 3.კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია; 4.ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა; 5.სკოლის ადამიანური რესურსების მართვა; 6.სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა; სკოლა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ახალი ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში, სხვადასხდვა სახის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, ასევე მათი სახალისო აქტივობებში ჩართვის გზით. სკოლაში დანერგილია მოსწავლის საკონსულტაციო სისტემა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. ამასთან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიცვიატივები დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე. მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან კვალიფიციური ექიმის მომსახურებით. აღსანისნავია, რომ მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.

Documents

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf26/09/2024 15:49:01 · 12.47 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item
Finances1 additional item