შუახევი, სოფელი მაწყვალთა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 35
- Available places
- 35
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 4
აჭარა · შუახევი · შუახევი, სოფელი მაწყვალთა
Open a section to view its text, related links, and document listing.
• სკოლის მისია და ხედვა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მათი მიღწევისკენ არის მიმართული. სკოლის ხედვის ძირთადი პრინციპია, პიროვნებაზე ორიენტირებული, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს და პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების დანახვის, წარმოჩენის და განვითარების საშუალებას და აღჭურავს იმ ცოდნით, რომელიც ცხოვრებისეულ გამოწვევათა დაძლევაში დაეხმარება.
დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში შექმნილია პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები: 1.ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; 2.მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა; 3.კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია; 4.ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა; 5.სკოლის ადამიანური რესურსების მართვა; 6.სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა; სკოლა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ახალი ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში, სხვადასხდვა სახის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, ასევე მათი სახალისო აქტივობებში ჩართვის გზით. სკოლაში დანერგილია მოსწავლის საკონსულტაციო სისტემა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. ამასთან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიცვიატივები დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე. მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან კვალიფიციური ექიმის მომსახურებით. აღსანისნავია, რომ მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.