შუახევი, სოფელი ცინარეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 35
- Available places
- 35
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 4
აჭარა · შუახევი · შუახევი, სოფელი ცინარეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მისიაა- განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარჩვევები ,მიეცეს საჭირო ცოდნა , დაუმკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის , საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში. სკოლის მიზანი სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მიზანია- აღზარდოს პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედი, საკუთარი შესაძლებლობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმირებულობის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი , კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანი. სკოლის ღირებულებები სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის ღირებულებებია- თანამშრომლობა, მუდმივი განვითარება, სამართლიანობა სკოლის ხედვა სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის ხედვაა- მისი თითოეული მოსწავლე აღიჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ ჩვევებით. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების , მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, თავისუფალი აქტიური თაობების აღზრდას.
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის სტრუქტურა
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში შექმნილია პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები: 1.ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; 2.მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა; 3.კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია; 4.ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა; 5.სკოლის ადამიანური რესურსების მართვა; 6.სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა; სკოლა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ახალი ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში, სხვადასხდვა სახის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, ასევე მათი სახალისო აქტივობებში ჩართვის გზით. სკოლაში დანერგილია მოსწავლის საკონსულტაციო სისტემა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. ამასთან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიცვიატივები დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე. სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის შინაგანაწესი
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის www.facebook.com გვერდის ბმული https://www.facebook.com/cinaretisskola/
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი