Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა

აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი ხალა

Register ID#460
Students170
Teachers30
Buildings1
School profile

General information

Principal
ლეილა ლორთქიფანიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
12/09/2025
Authorization end
12/09/2034
First grade admission

Current capacity information

ქობულეთი, სოფ. ხალა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
29
Available places
15
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია უსაფრთხო სოციო-კულტურულ გარემოში აღზარდოს მაღალი ადამიანური ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება შესაბამისი კომპეტენცია, რომ უპასუხოს თანამედროვე დინამიური სამყაროს გამოწვევებს და გააძლიეროს სოფელი. ხედვა უახლოესი 7 წლის პერიოდში ხალას საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება, რითაც შეძლებენ უწყვეტ განვითარებას, საკუთარი ინიციატივების ხორცშესხმას, საგანმანათლებლო სივრცესა და შრომის ბაზარზე დამკვიდრებას. ჩამოაყალიბოს ისინი კულტურულ და ბუნებრივ გარემოზე მზრუნველ, პირადი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად (ეროვნული და გლობალური მოქალაქეობა), ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ორიენტაციას, განუვითაროს სამეწარმეო უნარები, გაუჩინოს ინტერესი სოფლის მეურნეობისადმი. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა და გუნდურობა; 2. პროფესიონალიზმი; 3. გამჭირვალობა; 4. კანონმორჩილება; 5. სამართლიანობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა. 7.ცხოვრების ჯანსაღი წესი.

Documents

დანართი N2 - მისია, ხედვა, ღირებულებები- ხალას სკოლა.pdf13/04/2025 20:03:26 · 0.05 MB
Download documents on EMIS
StructureText information

სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის სტრუქტურა: _პედაგოგიური საბჭო; _სამეურვეო საბჭო; _მოსწავლეთა თვითმმართველობა; _დისციპლინური კომიტეტი. _დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი. _ადმინისტრაცია: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი. _ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი: სსსმ პირის ასისტენტი. _ტექნიკური და სხვა მომსახურე სპეციალისტი: ექთანი, დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში.

Strategic planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2025-2032 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:  სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;  ადამიანური რესურსის განვითარება;  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;  უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;  სასკოლო საზოგადოების ჩართულობა;  მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება;  ორგანიზაციული განვითარება.

Documents

დანართი N5 - სტრატეგიული განვითარების გეგმა 2025-2032 ხალას სკოლა.pdf13/04/2025 20:03:15 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

სამოქმედო გეგმა 2024-2025 - ხალას სკოლა.pdf01/09/2025 11:36:47 · 0.31 MB
Download documents on EMIS

Performance report

2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 2 ივლისს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი.

Documents

სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგი.pdf16/09/2025 01:51:28 · 1.67 MB
Download documents on EMIS
Programs and support services5 additional items

სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისათვის შეთავაზებულია ინტელექტუალური, სპორტული, შემოქმედებითი განვითარებისთვის სხვადასხვა სერვისები: _სკოლაში ფუნქციონირებს კვების ობიექტი-სასადილო. _მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის განკუთვნილი ტრანსპორტი, სკოლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. _სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა კლუბები: ფეხბურთის, აგრარული, ეკოლოგიური, თეატრალური. _სკოლის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. არის მდიდარი ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სახელოვნებო სივრცე. _ბათუმის კოლეჯ ,,ბლექსთან" გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სკოლაში მე-7-11 კლასების მოსწავლეები ეუფლებიან ჭრა-კერვისა და გიდის ხელოვნების პროფესიულ საფუძვლებს.

Documents

პერსონ. მონაცემთა ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია.pdf01/09/2025 12:03:41 · 0.05 MB
პერსონ. მონაცემთა დაცვის ოფიცერი.pdf01/09/2025 12:03:41 · 0.18 MB
მემორანდუმი ხალას სკოლასთან..pdf16/09/2025 02:13:32 · 7.79 MB
სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება.pdf16/09/2025 02:13:32 · 0.85 MB
იჯარის ხელშეკრულება.pdf16/09/2025 03:26:55 · 1.83 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლაში დასაქმებულთა, მოსწავლეთა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ურთიერთობა რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, მოსწავლის, მასწავლებლის და დირექტორის ეთიკის კოდექსიდან. შინაგანაწესი ემსახურება სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვას. განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი დაწვრილებით განსაზღვრავს აპელაციის მექანიზმებს.

Documents

განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf01/09/2025 11:51:38 · 1.84 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის წესი.pdf01/09/2025 11:51:38 · 2.94 MB
შინაგანაწესი.pdf01/09/2025 11:51:39 · 0.23 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.doc16/09/2025 01:56:36 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Infrastructure3 additional items

Documents

ძირითადი აქტივები.pdf16/09/2025 02:37:03 · 0.83 MB
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.pdf16/09/2025 02:37:03 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი მოიცავს 186 მოსწავლის ვაუჩერულ დაფინანსებას და 9 სსსმ მოსწავლის დამატებით დაფინანებას: სსსმ მოსწავლის 16800 ერთი თვის ვაუჩერი იქნება 8322.14*11=91543.54 ერთი თვის იანვრის ვაუჩერი არის 8445.16 სპეციალური მასწავლებლის დაფინანსება თვის 1840 *12=22080 დაფინანსება პედაგოგების ხელფასისათვის 37615*12=451386.12 დეკრეტულის დაფინანსება 7 თვის 17420 ექთნის დაფინანასება 670*10=6700 იჯარის 12 თვის სავარაუდო 500 ნაშთი წლის დასაწყისში 295.24 სულ წლიური შემოსავლები: 615170 (ექვსას თხუთმეტი ათას ასსამოცდაათი) ლარი. ხარჯები: პედაგოგის ხელფასი 37615.51*12=451386 დირექციის ხელფასი 2497 8*12= 29964 ადმინისტრაციის ხელფასი 1360*12=16320 სპეციალური მასწავლებლის ხელფასი 1840*12=22080 შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასი 3414*12= 40968 სადამრიგებლო ერთი თვის 1215*12= 14580 ცეცხლფარეში 344*6=2064 ექთნის ხელფასი 670 *10 = 6700 დეკრეტულის ხელფასი 1840 *3 = 5520 დეკრეტულის ხელფასი 1700 *7 = 11900 შტატგარეშეს აგვისტო-სექტემბრის თვის 399*2 = 798 თორმეტი თვის ხელფასი სულ 602280 წლიური ხარჯია 12890 შესყიდვებში გათვლილია 12890 ლარი.

Documents

ხალას სკოლის ბიუჯეტი 2025.pdf01/09/2025 11:53:39 · 0.55 MB
ხალა ხარჯები 9 დეკემბრის მდგომარეობით 2024 წელი (1).xlsx16/09/2025 03:08:19 · 0.01 MB
Download documents on EMIS