Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლა

აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი კვირიკე

Register ID#443
Students48
Teachers14
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო ხალვაში
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
22/06/2026
Authorization end
22/06/2035
First grade admission

Current capacity information

ქობულეთი, სოფელი კვირიკე

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
44
SEN capacity
6
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. მათ შემუშავებაში მონაწილეობდნენ მშობლები, მასწავლებლები, საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სოფლის თემის წარმომადგენლები . იგი გამომდინარეობს ზგემ-დან და თანხვედრაშია მის ძირითად ორიენტირებთან, როგორებიცაა დემოკრატიის პრინციპები, სხვადასხვა სოციალური თუ ინტელექტუალური უნარების განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებზე გასვლა და სხვა. სკოლი მისია და ხედვა ჩვენი განაცხადია, რომელიც ასახავს სკოლის ძირითად მიზანს, რომლის მიღწევასაც ემსახურება სასკოლო თემი, და რომელიც გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე, რას უნდა მივაღწიოთ, რა დროის მანძილზე, სასურველი, იდეალური მომავლისა და განვითარებისთვის. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი შეჯერებულია აზრზე, რომ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ისეთი მიმართულებაა საჭირო, , როგორებიცაა აკადემიურად გამართული სასწავლო პროცესი, მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატება, გამართული ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი საფუძველია იმისა, რომ, ისინი გახდნენ მაღალი სტანდარტების სასკოლო სისტემის მიერ ჩამოყალიბებული ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი მომავალი მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ უმტკივნეულო ადაპტაციასა და თვითრეალიზაციას ციფრული ტექნოლოგიების მსოფლიო სივრცეში. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ სკოლის ვებ გვერდზე, სოფლის საკრებულოში, სკოლის ფოიეში, დამრიგებელთა ბაინდერებში, კლასებისა და მშობელთა ფეისბუქჩატებში. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის სკოლის ვებ გვერდზე, სოფლის საკრებულოში, სკოლის ფოიეში, დამრიგებელთა ბაინდერებში, კლასებისა და მშობელთა ფეისბუქჩატებში.

Documents

მისია,ხედვა,ღირებულებები.pdf10/01/2026 21:16:58 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მკაფიოდაა გაწერილი სკოლის წესდებაში და წარმოდგენილია სკოლის სტრუქტურის სქემაზე. მასწავლებლები და მოსამსახურე პერსონალი კარგად იცნობს თავიანთ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს . ისინი გაწერილია შრომით ხელშეკრულებებში. სკოლის სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი დებულებებისა და წესის მიხედვით. (სამეურვეო საბჭო, დირექცია, ადმინისტრაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი და სხვა.) სკოლაში ორი წელია ფუნქციონირებს ექთნის პოზიცია. ყველა ამ ერთეულის საერთო ძალისხმევა მიმართულია სკოლის მიზნების განხორციელებაზე.

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf27/12/2025 23:13:58 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია რომელშიც ჩართულია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი. გეგმის შემუშავებამდე ისინი აკეთებენ გამოკითხვას. გამოკითხვის შედეგად ადგენენ პრიორიტეტებს თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სკოლა. გამოკითხვა ზოგადად მოიცავს შემდეგ კითხვებს: ა) დაასახელეთ ჩვენი სკოლის სუსტი მხარეები; ბ) რას თვლით ჩვენი სკოლის ძლიერ მხარედ; გ) რას მიიჩნევდით სკოლისათვის საფრთხედ; დ) რის გაუმჯობესებას გვირჩევდით; გამოკითხვის საფუძველზე დგება გასული სასწავლო წლის SWOT-ანალიზი. გეგმის შესაბამის მუხლებში მაქსიმალურად ხდება ყველა შენიშვნასა და სურვილის გათვალისწინება. გარდა გამოკითხვისა, სკოლის თემთან მუდმივად არსებობს ზეპირი შეთანხმებები, რის შემდეგაც ხდება სკოლის დირექტორის მიერ აღნიშნული საკითხების ჩანიშვნა და შემდგომ საჭიროებისამებრ გათვალისწინება. მეთოდოლოგიის შესაბამისად სკოლამ სასკოლო საზოგადოებისა და სოფლის თემის გამოკითხვის საფუძველზე განსაზღვრა და შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმაში შეიტანა ამ საზოგადოებისთვის მისაღები აქტივობები, რომლებიც ეხმარება სკოლას დასახულ გრძელ და მოკლევადიანი საგანმანათლებო მიზნების მიღწევაში.

Documents

SWOT ანალიზი.pdf15/12/2025 11:32:12 · 0.67 MB
შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf15/12/2025 11:32:12 · 3.37 MB
ერთლიანი სამოქმედო გეგმა.pdf15/12/2025 11:32:13 · 4.65 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამოდინარეობს სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან. მისი შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასული სასწავლო წლის ბოლოს სტრატეგიული სამოქმედო გეგმების მეტოდოლოგიის გათვალისწინებით შეავსო თვითშეფასების კითხვარი საიდანაც გამოიკვეთა ყველა მიმართულება და საჭიროება. სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა გასული სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგების ანალიზი, გამოკვეთილი საკითხები შეტანილი იქნა მიმდინარე 2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში. მიმდინარე სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს განსახორციელებელ ამოცანებს და განხორციელების გზებს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას, უასაფრთხო, ჯანსაღი და ორგანიზებული გარემოს შექმნა, სადამრიგებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, საგნობრივი კათედრების ფუნქციონირების შელშეწყობას, პედაგოგთა პროფესიული განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, სკოლის საკანომდებლო ბაზის დახვეწას, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სკოლის ფინანსურ მართვას და კონტროლს. მომავალი სასწავლი წლიდან შემუშავდება სამოქმედო გეგმა ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება შესაბამისი რესურსები და შესრულების გაზომვადი ინდიკატორები. სკოლა განახორციელებს სხვადასხვა სასკოლო აქტივობებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასკოლო საზოგადოების, თემის და სხვა სფეროში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტები.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა სსიპ კვირიკეს N1 საჯარო სკოლა.pdf12/12/2025 14:35:29 · 15.65 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

1. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა. პროგრამის მიზანია - საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სკოლას ემსახურება ორი სამარშუტო ტრანსპორი 5 მიმართულებით, სადაც სკოლასა და მოსწავლეების საცხოვრებელ ადგილს შორის მაქსიმალური დაშორება 3 კილომეტრია. 2. სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმი მოიცავს შემდეგს: თანამედროვე სკოლა მხოლოდ საგანთა სწავლების გარემოს არ წარმოადგენს, სკოლაში აღიარებულია მრავალფეროვნება, მათ შორის მოსწავლეთა საჭიროებები. შესაბამისად,ერთსა და იმავე სკოლაში სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეები შესაძლოა იყენებდნენ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგრამ ყველა ერთად იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში,საბოლოოდ ერთი მიზნისკენ ისწრაფოდნენ, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ მოქალაქედ, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას. სკოლის გარემო მორგებულია მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ადაპტირებული საპირფარეშო, რესურს ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია საჭირო რესურსებითა და თვალსაჩინო მასალებით, ავეჯითა. რესურს ოთახისათვის შესაძენია კომპიუტერული ტექნიკა. რესურს ოთახი უზრუნველყოფილია თითოეული მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რესურსებით, შეძენა/შესყიდვას ახდენს სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალური მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, საგნის პედაგოგებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღიწერება რესურსების საჭიროება და ხდება მისი შეძენა. რესურს ოთახში მრავალფეროვანი მასალებია, კერძოდ: სხვადასხვა წიგნები, ლოტოები, მაგნიტური დაფა, თვალსაჩინო მასალები, ბარათები, გეომეტრული ფიგურები, წიგნები, დომინო და მრავალი სხვა. ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავების პროცედურები ყოველთვის კანონით განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგშია, აკმაყოფილებს ინკლუზიური განათლების განვითარების თანამედროვე სტანდარტებს.  სსსმ მოსწავლისათვის სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას. სკოლის ისგ ჯგუფში შედის : სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი; საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს; სპეც. მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; ისგ ჯგუფი იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ, სხდომებზე განიხილება სსსმ მოსწავლის მიმდინარე სასწავლო პროცესი, მოსწავლის მიღწევები თუ საჭიროებები, სწავლების სტრატეგიები, შესაბამისი რესურსების შექმნა-მომზადება, განმამტკიცებლების გამოყენება. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს, რომლებიც ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

Documents

სსსმ პირთა რეგულაცია.pdf11/01/2026 21:22:39 · 1.94 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

Documents

შინაგანაწესი.pdf11/01/2026 22:20:52 · 11.63 MB
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმა.pdf04/05/2026 07:48:46 · 2 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ღიაობისა და მიუკერძოებლიობის პრინციპის დაცვით ხელი მიუწვდება ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსებით სარგებლობაზე. მათ შორის კომპიუტერულ ლაბორატორიაზე, რესურსოთახსა და სპორტულ დარბაზზე და მთლიანად აკადემიურ სივრცეზე. აგრეთვე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღია სპორტულ მოედანზე. მოსწავლეებისათვის პირველ მეორე სართულის დერეფნები წარმოადგენენ შესვენებაზე დასვენებისა და სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ადგილს. სკოლას აქვს საკონფერენციო სივრცე, რომელსაც ვიყენებთ პრეზენტაციების ჩასატარებლად. სკოლას არ აქვს სააქტო სივრცე ამიტომ მასიური ღონისძიებების ჩასატარებლად ვიყენებთ ფოიეს. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია რომელიც აღჭურვილია 4 ცალი პერსონალური კომპიუტერით. მოსწავლეებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად. სასკოლო ცხოვრებაში ხშირად ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს. შეხვედრა გვქონდა სკოლის კურსდამთავრებულთან ევროპის ჩემპიონთან კარატეში. ხშირად გვსტუმრობენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები რომლებიც ამჟამად სწავლობენ თბილისის ი. ჯავახიშვილის სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუმრები შეხვედრებს ატარებდნენ არამარტო მოსწავლეებითვის ,არამედ მშობლების და თემის წარმომადგენლებისთვისაც. საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ხშირად იყენებენ ღია სპორტულ მოედანს, სპორტული შეჯიბრებებისათვის და კომპიუტერულ ლაბორატორიას სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი სამუშაოების მოსამზადებლად.

FinancesText information

სკოლის წარმატების მისაღწევად აუცილებელია სწორი ფინანსური მართვა, რაც მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა სკოლა უზრუნველყოფილი ფინანსური რესურსით და სწორად ხდება თუ არა მისი მოძიება და განკარგვა. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს მხოლოდ მოსწავლეთა ვაუჩერი. სკოლას ჰყავს მოსწავლეთა მცირე, მაგრამ მყარი კონტიგენტი, არ ვღებულობთ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფინანსურ სახსრებს./გრანტებს, შემოწირულობებს/. სკოლა არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რადგან არ გააჩნია იჯარით გასაცემული ფართი. ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული შემოსავლები მიემართება მიზნობრივად, სამოქმედო გეგმების შესაბამისად, სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად. სკოლის სწორად და გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა. ბიუჯეტის დაგეგმვას ვახდენთ რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ვცდილობთ არსებული ფინანსები არ იქნას გაუაზრებლად დახარჯული და მიმართული იყოს სკოლის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული მიზნების და ესგ-ის მოთხოვნების შესრულებისაკენ. ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ვახდენთ არსებული მდგომარეობის შეფასებას, რისკების განსაზღვრას. ვითვალისწინებთ საკუთარ ადამიანურ, მატერიალურ თუ ფინანსურ რესურსს და მხოლოდ ამის შემდეგ ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. სკოლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ვაუჩერი. რომელიც ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს: ხარჯები იყოფა სამ ჯგუფად: 1. შრომის ანაზღაურება, რომელიც წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 70-80% შეადგენს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელფასო ხარჯების ზუსტი პროგნოზირება, რათა თავიდან ავიცილოთ წლის განმავლობაში მოულოდნელი ფინანსური პრობლემები. ამისთვის ვადგენთ წლურ სახელფასო ტარიფიკაციას, სადაც განსაზღვრულია საანგარიშო წლის განმავლობაში საჭირო თანხა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის. / დანართი 4/ 2. საოპერაციო ხარჯები, რომელიც მოიცავს ისეთ ხარჯებს, რომელიც აუცილებელია სკოლის ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად. როგორიცაა, კომუნალური, საკანცელარიო, სპორტული, საოფისე საქონლის შეძენა, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა , სარემონტო სამუშაოები და სხვა. 3. კაპიტალური ხარჯები –რომელიც მოიცავს ძირითადი ქონების შეძენას, მაგ კომპიუტერული ტექნიკა, სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნები და სხვა. ხარჯების გათვალისწინებისას, აუცილებელია რისკების მართვა. ამისათვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ვაკეთებთ შედარებით ანალიზს გასულ წელს მოხმარებული და მომავალი წლის მიზნების განხორციელებისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურების საბაზრო ღირებულებას შორის; ვიკვლევთ რომელ პროდუქციაზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა და სავარაუდო ხარჯების დადგენის მიზნით წინასწარ ვაკეთებთ ბაზრის კვლევას. /დანართი1/ ბიუჯეტის პროექტის შექმნის დროს ვიცავთ იმ აუცილებელ პრინციპებს, როგორებიცაა ინკლუზიურობა, საჯაროობა. ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარების აქტივობებზე, მშობელთა ჩართულობისთვის და სკოლის საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვაზე. ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას ვახდენთ შესასყიდი საქონლის, მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების საჭიროებებისა და მოცულოებების კვლევას. ამისათვის სკოლის თანამშრომლებისგან, საგნობრივი კათედრების წარმომადგენლებისაგან ვითხოვთ ინფორმაციას წლის განმავლობაში საჭირო საქონლისა და მომსახურების შესახებ./დანართი5/ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მოცულობის დადგენისას ვითვალისწინებთ აგრეთვე გასულ წელს განხორციელებულ შესყიდვებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დგება შესყიდვების გეგმა. რომელშიც საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური აქტით შედის ცვლილებები. ბიუჯეტით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად სამართავად ვახდენთ თითოეული ამოცანის დროში გაწერას, ანუ საბიუჯეტო კალენდრის შექმნას. ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ სკოლის განვითარებისათვის საჭირო ბიუჯეტის პროექტს ვაცნობთ სასკოლო საზოგადოებას, მათგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე ვახდენთ პროექტში ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარვუდგენთ სამეურვეო საბჭოს.საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები აისახება ბიუჯეტის პროექტში და საბოლოო სახით, ბიუჯეტის პროექტი, 20 ნოემბრამდე უბრუნდება სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად. სამეურვეო საბჭოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ სკოლის ფინანსების განკარგვას ვახდენთ კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტირების პროცესი ძირითადად ეყრდნობა პროგნოზებს და შეუძლებელია ყველა იმ გარემოების გათვალისწინება, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტზე. ამდენად ცვლილებების განხორციელება თანმდევი პროცესია. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.