თბილისი, ძველი თბილისი, კიევის ქ. N4
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 41
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 4
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, დოდო აბაშიძის ქ. №4
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის მისიას წარმოადგენს შექმნას საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვასა და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას.სწავლა-სწავლების პროცესი ეფუძნება ჰუმანისტურ და კონსტრუქტივისტულ პედაგოგიკურ მიდგომებს,თითოეული მასწავლებლის ამოცანაა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო , რომელიც მოსწავლეებს მისცემს პიროვნული ზრდისა და განვითარების საშუალებას,სკოლა ახორციელებს ისეთ პედაგოგიურ მიდგომებს,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეობისათვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებას, კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლა ორიენტირებულია შექმნას ღია, პოზიტიური, დემოკრატიული, პროგრესული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითაქტუალიზებასა და მათ თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას,დატვირთულს კომპლექსური და შინაარსიანი აქტივობებით (მაგ., კვლევითი პროექტი, სიმულაცია, ლაბორატორიული სამუშაო, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვ.).სკოლაში მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე. სკოლის ღირებულებები სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის მისიისა და ხედვის შესაბამისად სკოლის ღირებულებები ეფუძნება შემდეგ სამუშაო პრინციპებსა და მიდგომებს: მოსწავლესა და შედეგზე ორინტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორცილება; მოსწავლეთა პიროვნული განვითარება და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესება; სწავლების დაფუძნება კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე; ტოლერანტული სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბება; მოსწავლეებში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება; სკოლის პერსონალის განვითარება; სკოლის თანამშრომელთა მიერ მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათი აღიარება და წახალისება;
სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა სკოლის მისია: პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებით, მოსწავლეთა გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებით, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შეთავაზებით, საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნებით, საგანმანათლებლო სივრცის როგორც პიროვნების სოციალიზაციის ძირითადი ფაქტორის ფორმირებით და მშობლის, საზოგადოებისა და თემის ჩართულობით კანონმორჩილი, ტოლერანტი, დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი ცხოვრების ჯანსაღი წესის მატარებელი მოქალაქის აღზრდა. სკოლის ხედვა: ა)ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელშიც თითოეული მოსწავლე მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან კომპეტენციებს როგორებიცაა ცოდნის გამოყენების უნარი, ახალ პირობებში ადაპტაციის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ჯგუფში მუშაობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე და სხვ. ბ)მუდმივი ზრუნვა სკოლის უსაფრთხო გარემოს შესაქმენლად, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად იგრძნობს ყოველგვარი ძალადობისაგან. ბ)სკოლის ორგანიზაციული კულტურის დადებითი განწყობებითა და მოსწავლეებისადმი პოზიტიური მოლოდინებით განსაზ ღ ვრ ა. რესურსები: სკოლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საჭიროებებს.დირექცია უზრუნველყოფს მოსწავლეებმა მიიღონ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისი განათლება, ამიტომ მუდმივად მიმდინარეობს კათედრების მუშაობისა და სკოლაში დასაქმებული პირების საქმიანობის მონიტორინგი. სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის სტრატეგია (გრძელვადიანი მიზნები და მათი განხორციელების სტრატეგია). 2020-2026 სასწავლო წლებში სკოლა მიზნად ისახავს საქმიანობა განახორციელოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით: სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება/განახლება; სკოლის ინფრასტრუქტურის განახლება; საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ინსტრუმენტებით გამრავალფეროვნება; მუდმივი ზრუნვა სასწავლო პროცესის ხარისხის ასამაღლებლად; ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაძლიერება; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება სადამრიგებლო რგოლის ჩართულობით; სკოლის მუშაობის SWOT ანალიზი; სკოლის მუშაობის დაგეგმვა ანალიზისას გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოსაფხვრებლად; სტრატეგიული მიმართულება N1 სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება/განახლება; სტრატეგიული მიზანი NI სკოლის ლაბორატორიების აღჭურვა შესაბამისი სასწავლო ინსტრუმენტებით, საკლასო ოთახების უზრუნველყოფა ინტერნეტითა და კომპიუტერული რესურსებით: (პროექტორი, ინტერაქტიული (ჭკვიანი) დაფა და სხვ.) ამოცანები და ქვეამოცანები ფინანსები მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება/განახლება მოსწავლეებს მისცემს საშუალებას მოვამზადოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნისთვის, შევქმნათ ისეთი დინამიკური საკლასო ოთახი, როგორიც მსოფლიოა ჩვენ გარშემო. ძირითადი რისკები: სკოლის ბიუჯეტის არასაკმარისი რაოდენობა სტარტეგიული მიზანი N2 სკოლის ინფრასტრუქტურის განახლება; 2021 წლის სექტემბერში, სკოლის დირექციის ინიციატივით, სკოლაში არსებულ კათედრებზე ჩატარდა SWOT ანალიზი, რომლის მიზანიც იყო სკოლის მუშაობის ერთგვარი მონიტორინგი. კათედრის ხელმძღვანელებმა თითოეული მასწავლებლისგან გამოითხოვა ინფორმაცია რას ფიქრობდნენ ისინი სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, ასევე სკოლის სამომავლო შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. როგორც ანალიზმა აჩვენა, რომ სკოლას მრავალი ძლიერი მხარე აქვს და შესანიშნავი პოტენციალიც განვითარებისა, თუმცა გამოკვეთა რიგი პრობლემებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც ზრუნვა სკოლის დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის დაგეგმარებაზე უნდა აისახოს მიმდინარე სასწავლო წელს. S (ძლიერი მხარე) სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ სკოლაში განხორციელდა/ხორციელდება პროექტი „კულტურული მრავალფეროვნება“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სკოლის ვირტუალური მუზეუმი. მაღალკვალიფიციური პედაგოგებით დაკომპლექტებული სასკოლო სივრცე. მასწავლებლები წარმატებით ადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, რაც ზრდის სკოლის იმიჯს. მოსწავლეთა მიღწეული წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოსწავლეთა შედეგები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებზე. ქართულ სექტორზე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა რუსული ენა შეისწავლონ გაძლიერებულად, მეორე კლასიდან. მრავალფეროვანი კლასგარეშე ღონისძიებები. მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროეცესი. ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი კულტურა. სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში. “სუსტი მხარეები – W (Weaknesses) მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.(სასურველია, ყველა მასწავლებელმა იხელმძღვანელოს ამ პრინციპით) კათედრებსა და კათედრის წევრთა შორის სუსტი კომუნიკაცია, თანამშრომლობითი კულტურის მეტად გაღრმავება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ნაკლებობა; მშობელთა დაბალი ჩართულოა სკოლის ცხოვრებაში; მასწავლებელთა მცირე ნაწილის სკეპტიკური განწყობა; მასწავლებლების და კლასის დამრიგებლების ნაკლები დაინტერესება თავიანთი მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისადმი ; ინტეგრირებული გაკვეთილების მნიშვნელობის გაზრდა, პრაქტიკაში განხორციელება. პროექტული სწავლების მნიშვნელობის გაზრდა, პრაქტიკაში განხორციელება. კეთებითი სწავლების მნიშვნელობის გაზრდა, პრაქტიკაში დანერგვა. დაწყებითი განათლების საფეხურზე