Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა

აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი ჩაისუბანი

Register ID#437
Students374
Teachers37
Buildings1
School profile

General information

Principal
ნათელა ტაკიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/11/2023
Authorization end
20/11/2032
First grade admission

Current capacity information

ქობულეთი, სოფ. ჩაისუბანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
25
SEN capacity
5
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ხედვა 2030 წლისთვის ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა იქნება:  ეროვნულ დონეზე აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის განათლებით;  შეიქმნება ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება. მისია ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება, რომლის მისიაა:  აღზარდოს პირობისეული ცოდნით აღჭურვილი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება.  დახმარება გაუწიოს მოსწავლეს კარიერის დაგეგმვაში უნივერსიტეტებსა და პროფესიული სასწავლებლის შერჩევაში,დაინახოს საკუთარი ადგილი მსოფლიოში. ღირებულება: უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, თანამშრომლობა, გუნდურობა, ღიაობა, თვითგამოხატვის თავისუფლება, სიყვარული, სამართლიანობა, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა და მდგრადი განვითარება: ჩვენი მთავარი ამოცანაა: მოსწავლეები მაქსიმალურად მოვამზადოთ, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე ცხოვრებისეულადაც, აქედან გამომდინარე სკოლის მიზანია საგნებისა და დამატებითი აქტივობების (არაფორმალური განათლება) საშუალებით მოსწავლისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძვნებული იმ ღირებულების ჩამოყალიბება, რომლებიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

StructureText information

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა(საკადასტრო კოდი(:#20.49.01.052)(#20.49.02.194) სკოლის შენობა ოთხსართულიანია, არის ასევე დამხმარე შენობები, აქვს ერთი ძირიტადი და ხუთი სათადარიგო შესავლელები, სართულებს შორის სამოძრაო კიბეებია, შენობა ექსპლოატაციაში შესულია 1984 წლიდან, შენობაში ფუნქციონირებს ცენტრალური წყლის გაყვანილობა. უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით ცენტრალური გათბობა. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების : ქიმიის, ფიზიკის ,ბიოლოგიის ლაბორატორიები, კომპიუტერული ლაბორატორია

Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx11/10/2023 15:27:30 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx11/10/2023 15:49:48 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლაში ფუნქციონირებს სასკოლო კლუბები, რომელტა საქმინაობის ასახვა პერიოდულად ხორციელდება სკოლის სოციალურ ქსელში გვერდზე, ხელოვნების კლუბი ,,ფანტაზიას საზღვრები არა აქვს" ხელმძ:ვ.აბუსერიძე სამოქალაქო განათლების კლუბი ,,სხივი" ხელმძღ.თამილა რიონიძე ტექნოკლუბი ,,ტრადიციების კვალდაკვალ" ხელმძღ: ქ.ღლონტი https://www.facebook.com/profile.php?id=100054396932519 ეკოკლუბი ,,ექვილიბრიუმი" ხელმძ: ხ.უსტიაშვილი სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას, რომელიც მიეწოდება მანდატურს, დამრიგებლებს და მშობლებს. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა. დირექტორის ბრანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. აგრეთვე სკოლაში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება სიმულაციური განგაში და იმიტირებული ევაკუაცია გეგმის მიხედვით. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ასევე აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილია მრჩეველთა საბჭო. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 4 დამლაგებელი, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის. სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში.

Documents

სკოლის გვერდის ბმული.docx23/10/2023 22:02:00 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯრო სკოლის შინაგანაწესი 2022 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯრო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად.

Infrastructure4 additional items

სკოლას აქვს სოციალურ ქსელში გვერდი, სადაც პერიოდულად იტვირთება სკოლაში მიმდინარე საქმიანობა და ორგანიზაციის ძირითადი შენობის (ოფისის) მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანი(საკადასტრო კოდი(:#20.49.01.052)(#20.49.02.194) სკოლის შენობა ოთხსართულიანია, არის ასევე დამხმარე შენობები, აქვს ერთი ძირიტადი და ხუთი სათადარიგო შესავლელები, სართულებს შორის სამოძრაო კიბეებია, შენობა ექსპლოატაციაში შესულია 1984 წლიდან, შენობაში ფუნქციონირებს ცენტრალური წყლის გაყვანილობა. უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით ცენტრალური გათბობა. მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: სკოლა მდებარეობს სოფლის ცენტრალურ ადგილას მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის სხვა შენობა, გარდა საცეცხლურისა, ირგვლივ არის ღია სივრცე, სკოლის ეზო და სპორტული მოედნები, (3948.8კვ.მ) ფართობი. სკოლა შემოსაზვრულია რკინის კაპიტალური ღობით, აქვს ცენტრალური მისასვლელი გზა და ჭიშკარი. სკოლის ეზო კეთილმოწყობილია. მიღწევები, მასწავლებელთა მიერ განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულ პირთათვის. სკოლის გვერდზე ასევე ხდება სასკოლო კლუბების სამუშაო პროცესების განთავსება, სასწავლო პროცესის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალების განთავსება. https://www.facebook.com/chaisubani2019?mibextid=ZbWKwL

Documents

სკოლის გვერდის ბმული.docx23/10/2023 22:50:45 · 0.01 MB
დანართი#1შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა.docx23/10/2023 23:35:36 · 0.05 MB
შინაგანაწესი.doc23/10/2023 23:35:37 · 0.24 MB
Download documents on EMIS
FinancesText information

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ქობულეთის მიუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლის, 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2021 წლის ბოლოს დამტკიცდა 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2022 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 5173 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 539145 ლარით. გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წელი ძირითადად მიმდინარეობდა დასწრებით რეჟიმში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის შედგენისას, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილში, გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც სკოლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის იყო აუცილებელი. 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე, პერიოდულად, ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ონლაინ ჯგუფები’’ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც პერიოდულად იმყოფებოდნენ ონლაინ სწავლებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტში რეგულარულად ირიცხებოდა დამატებითი ანაზღაურება იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც დამატებით უძღვებოდნენ საგაკვეთილო პროცესს დისტანციურ რეჟიმში. „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდათ დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. ამ სახით ე.წ „ონლაინ ჯგუფებისთვის“ ჩატარებული გაკვეთილების ასანაზღაურებლად სკოლის ბიუჯეტში არსებულმა შემოსულობებმა შეადგინა 15617 ლარი. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. წინა წელთან შედარებით სკოლაში 2022 წელს მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 284842,24 ლარი. 2022 წლის განმავლობაში, არ შეიცვალა სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა -16800 ლარი 2021 წლის დეკემბერში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 100 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. შესაბამისად, სახელფასო ხარჯები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2022 წელს სტატუსი აიმაღლა -2 მასწავლებელმა რომლებზეც შესაბამისად გაიცა სტატუსის დანამატები. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს, სახელფასო ხარჯი ჯამში გაიზარდა 4066 ლარით. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ეპიდემიოლოგიური მდგმარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2022 წლის სექტემბრიდან მცირედით გაიზარდა ბიუჯეტში იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. იგივე ეხება წრეების ფუნქციონირების შედეგად მიღებულ შემოსავლებსაც. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ წლის განმავლობაში ჯამურად შეადგინა 898 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სკოლას საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ბრუნვის ფარგლებში, სკოლას სარგებლის სახით დაერიცხა გარკვეული თანხა (დარიცხული პროცენტი), საიდანაც ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 904 ლარი. 2022 წლის სექტემბრიდან იჯარით გაცემული იყო შემდეგი ფართები: 1. 40 კვ მ ფართი ბუფეტის ფუნქციონირებისთვის (წლიური შემოსავალი 675 ლარი); 2. 66 კვ მ ფართი ცეკვის წრის ფუნქციონირებისათვის (წლიური შემოსავალი 223 ლარი); სამწუხაროდ, სკოლაში 2022 წლის სექტემბრამდე არ ფუნქცინირებდა კვების ობიექტი, რის გამოც სკოლამ ვერ მიიღო საკმაოდ სოლიდური შემოსავალი, თუმცა ამ ეტაპზე აღარ არსებობს შეზღუდვები კვების ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც მომავალში დადებითად აისახება სკოლის ბიუჯეტზე. 2022 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინ